Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

1000 BTC ან მეტი (24.7 მლნ აშშ დოლარზე მეტი) ბალანსის მქონე მისამართების რაოდენობა 2019 წლის შუა რიცხვებში არსებულ მაჩვენებლამდე დაეცა. 

Glassnode-ის მიხედვით ასეთი მისამართების რიცხვია 2024 (2023/02/20-ის მონაცემებით). მსგავსი მაჩვენებელი - 2023 - დაფიქსირდა 08/05/2019-ში. 

image.png image.png 

წყარო: Glassnode. 

ამ კატეგორიის მისამართების რაოდენობამ პიკს, დაახლოებით 2500-იან მაჩვენებელს, მიაღწია 2021 წლის თებერვალში. შემდეგ ისტორიული მაქსიმუმისკენ, 69 ათასი აშშ დოლარისკენ ციფრული ოქროს ფასის აღმასვლის მიუხედავად მაჩვენებელმა კლება დაიწყო. 

თუმცა 10 000 BTC და მეტი ბალანსის (>247 მლნ აშშ დოლარი) მქონე მისამართების რაოდენობა სტაბილურად ნარჩუნდება მაქსიმალურ მაჩვენებლებზე, რომლებიც შეესაბამება 2022 წლის ნოემბერსა და 2018 წლის ოქტომბერს. ასეთი საფულეების რაოდენობა სულ 115-ია 20.02.2023-ის მდგომარეობით. Bottom of Form 

image.png image.png 

წყარო: Glassnode 

გაცილებით მცირე მისამართების რაოდენობა - 1 BTC-ით და მეტით - მუდმივად იზრდება და ახლდება მაქსიმუმები. 

image.png image.png 

წყარო: Glassnode. 

წლის განმავლობაში მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა და 982 ათასიან ნიშნულს მიუახლოვდა. 

წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტა დაახლოებით 24700 დოლარად იყიდება. 2023 წლის დასაწყისიდან ციფრული ოქროს ფასი თითქმის 50%-ით გაიზარდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.