Magdalena Posted February 24, 2023 Posted February 24, 2023 1000 BTC ან მეტი (24.7 მლნ აშშ დოლარზე მეტი) ბალანსის მქონე მისამართების რაოდენობა 2019 წლის შუა რიცხვებში არსებულ მაჩვენებლამდე დაეცა. Glassnode-ის მიხედვით ასეთი მისამართების რიცხვია 2024 (2023/02/20-ის მონაცემებით). მსგავსი მაჩვენებელი - 2023 - დაფიქსირდა 08/05/2019-ში. წყარო: Glassnode. ამ კატეგორიის მისამართების რაოდენობამ პიკს, დაახლოებით 2500-იან მაჩვენებელს, მიაღწია 2021 წლის თებერვალში. შემდეგ ისტორიული მაქსიმუმისკენ, 69 ათასი აშშ დოლარისკენ ციფრული ოქროს ფასის აღმასვლის მიუხედავად მაჩვენებელმა კლება დაიწყო. თუმცა 10 000 BTC და მეტი ბალანსის (>247 მლნ აშშ დოლარი) მქონე მისამართების რაოდენობა სტაბილურად ნარჩუნდება მაქსიმალურ მაჩვენებლებზე, რომლებიც შეესაბამება 2022 წლის ნოემბერსა და 2018 წლის ოქტომბერს. ასეთი საფულეების რაოდენობა სულ 115-ია 20.02.2023-ის მდგომარეობით. Bottom of Form წყარო: Glassnode გაცილებით მცირე მისამართების რაოდენობა - 1 BTC-ით და მეტით - მუდმივად იზრდება და ახლდება მაქსიმუმები. წყარო: Glassnode. წლის განმავლობაში მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა და 982 ათასიან ნიშნულს მიუახლოვდა. წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტა დაახლოებით 24700 დოლარად იყიდება. 2023 წლის დასაწყისიდან ციფრული ოქროს ფასი თითქმის 50%-ით გაიზარდა. https://tinyurl.com/2hrymehp Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.