Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ 20-დან 23 მარტამდე პერიოდისთვის დაგეგმა ღონისძიება Graphics Technology Conference (GTC), რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართება. აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგ 21 მარტს გრაფიკული ტექნოლოგიების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

როგორც წესი, კონფერენცია GTC არ უკავშირდება გეიმინგ ტექნოლოგიებს, თუმცა გამონაკლისებიც ხდება. მაგალითად, გასული წლის სექტემბერში ჩატარებულ ღონისძიებაზე NVIDIA-მ გაახმაურა პირველი დეტალები გრაფიკულ არქიტექტურა Ada Lovelace-ის შესახებ, რომელიც GeForce RTX 40 სერიის გეიმინგ ვიდეო ბარათებში გამოიყენება. 

image.png 

ბოლო არაოფიციალური ცნობების თანახმად NVIDIA-მ შესაძლოა აპრილში გამოუშვას ვიდეო ბარათი GeForce RTX 4070. ამ მოდელის გრაფიკული პროცესორი უკვე გამოჩნდა ფოტოებზე. აქეან გამომდინარე, კონფერენცია GTC, რომელიც მარტის ბოლოს გაიმართება, როგორც ჩანს, ყველაზე შესაფერისი ადგილია ახალი მოწყობილობების ანონსისთვის. 

ოფიციალურად, GTC 2023 დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის, მეტასამყაროს, ქლაუდ ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული გამოთვლის თემებს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.