Magdalena Posted February 22, 2023 Posted February 22, 2023 კომპანია SpaceX-მა 17 თებერვალს შეასრულა ორი ორბიტალური მისია, აცხადებს რესურსი wccftech.com. პირველი მათგანის ფარგლებში კოსმოსში გაიგზავნა 51 თანამგზავრი სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ის სერვისისთვის, მეორე მისიის ფარგლებში კი ორბიტაზე გაუშვეს ბრიტანული სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი Inmarsat I-6 F2. წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიამ უკვე შეასრულა რაკეტის 12 გაშვება, მიმდინარე წელს კი იგეგმება 100 მისია. ფოტოს წყარო: SpaceX პირველი მისია განხორციელდა რაკეტა Falcon 9-ს გამოყენებით, რომელიც აფრინდა კალიფორნიიდან, აშშ-ის კოსმოსური ძალების კომპლექსიდან 14:12 EST დროით. გაშვებიდან 8 წუთისა და 40 წამის შემდეგ რაკეტის პირველი ეტაპი დაეშვა უპილოტო საზღვაო პლატფორმაზე, რომელიც კალიფორნიის სანაპიროსთან წყნარ ოკეანეში იმყოფებოდა. გაშვებიდან 15.5 წუთის შემდეგ კი ყველა თანამგზავრი დედამიწის ახლო ორბიტაზე იმყოფებოდა. Falcon 9-ს პირველი ეტაპისთვის ეს იყო მეცხრე ფრენა. ამ მისიის გათვალისწინებით SpaceX-ის კოსმოსური დაჯგუფება ამჟამად 4 ათას Starlink თანამგზავრს მოიცავს. ეს იყო SpaceX-ის მეთერთმეტე მისია წლის დასაწყისიდან, რამდენიმე საათის შემდეგ მისი მეშვეობით გეოსტაციონარულ ორბიტაზე გაშვებულ იქნა 5.47 ტონა სიმძიმის თანამგზავრი Inmarsat I-6 F2. გაშვებიდან 32 წუთისა და 20 წამის შემდეგ თანამგზავრი Inmarsat I-6 F2 ორბიტაზე განთავსდა. ეს არის ბრიტანული ოპერატორის ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე თანამგზავრი, რომელსაც შეუძლია სიგნალების გადაცემა როგორც L-, ისე Ka-დიაპაზონში, აგრეთვე გააჩნია ძრავი ორბიტის კორექტირებისთვის. იგი გახდება სამომავლო ქსელ Inmarsat ORCHESTRA-ს ნაწილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კავშირი მაღალი სიჩქარითა და მცირე შეყოვნებით. https://tinyurl.com/rfh7szb5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.