Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია SpaceX-მა 17 თებერვალს შეასრულა ორი ორბიტალური მისია, აცხადებს რესურსი wccftech.com. პირველი მათგანის ფარგლებში კოსმოსში გაიგზავნა 51 თანამგზავრი სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ის სერვისისთვის, მეორე მისიის ფარგლებში კი ორბიტაზე გაუვეს ბრიტანული სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი Inmarsat I-6 F2. წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიამ უკვე შეასრულა რაკეტის 12 გაშვება, მიმდინარე წელს კი იგეგმება 100 მისია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceX 

პირველი მისია განხორციელდა რაკეტა Falcon 9-ს გამოყენებით, რომელიც აფრინდა კალიფორნიიდან, აშშ-ის კოსმოსური ძალების კომპლექსიდან 14:12 EST დროით. გაშვებიდან 8 წუთისა და 40 წამის შემდეგ რაკეტის პირველი ეტაპი დაეშვა უპილოტო საზღვაო პლატფორმაზე, რომელიც კალიფორნიის სანაპიროსთან წყნარ ოკეანეში იმყოფებოდა. გაშვებიდან 15.5 წუთის შემდეგ კი ყველა თანამგზავრი დედამიწის ახლო ორბიტაზე იმყოფებოდა. Falcon 9-ს პირველი ეტაპისთვის ეს იყო მეცხრე ფრენა. ამ მისიის გათვალისწინებით SpaceX-ის კოსმოსური დაჯგუფება ამჟამად 4 ათას Starlink თანამგზავრს მოიცავს. 

ეს იყო SpaceX-ის მეთერთმეტე მისია წლის დასაწყისიდან, რამდენიმე საათის შემდეგ მისი მეშვეობით გეოსტაციონარულ ორბიტაზე გაშვებულ იქნა 5.47 ტონა სიმძიმის თანამგზავრი Inmarsat I-6 F2. 

გაშვებიდან 32 წუთისა და 20 წამის შემდეგ თანამგზავრი Inmarsat I-6 F2 ორბიტაზე განთავსდა. ეს არის ბრიტანული ოპერატორის ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე თანამგზავრი, რომელსაც შეუძლია სიგნალების გადაცემა როგორც L-, ისე Ka-დიაპაზონში, აგრეთვე გააჩნია ძრავი ორბიტის კორექტირებისთვის. იგი გახდება სამომავლო ქსელ Inmarsat ORCHESTRA-ს ნაწილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კავშირი მაღალი სიჩქარითა და მცირე შეყოვნებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.