Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Youtube-არხ Zhongzheng Evaluation-ზე გამოჩნდა მობილურ ვიდეო ბარათ NVIDIA GeForce RTX 4060-ის ერთ-ერთი პირველი მიმოხილვა. ოფიციალურად, მსგავსი გრაფიკული ამაჩქარებლების მქონე ლეპტოპების გაყიდვა 22 თებერვლიდან უნდა დაიწყოს. ბლოგერმა შეძლო ლეპტოპ Thunderbolt Zero-ს მოპოვება, რომელშიც წარმოდგენილია CPU Core i9-13900HX და მობილური GPU RTX 4060. აღსანიშნავია, რომ ვიდეო ბარათის ენერგომოხმარების ლიმიტი და სითბოს გამოყოფა ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალი - 140 ვატი აღმოჩნდა. 

image.jpeg 

მობილური RTX 4060-ის მნიშვნელოვან მახასიათებლებს შორისაა 3072 CUDA ბირთვი 2370 მჰც-მდე სიხშირით  და 8 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება. 3DMark TimeSpy ტესტში მოდელილ აფიქსირებს 10360 ქულას, რაც 20%-თ მეტია დესკტოპ RTX 3060-თან შედარებით. მსგავსი შედეგები შეინიშნება FullHD გაფართოების თამაშებში, მაგალითად  Assassin’s Creed-ისა და Tomb Raider-ის ბოლო ნაწილებში. QuadHD-ზე მობილური RTX 4060 დაახლოებით მობილური RTX 3070 Ti-ს დონეზეა. დიდი ალბათობით, ახალი ვიდეო ბარათის გამოყენების ოპტიმალური სცენარია FullHD გაფართოება გრაფიკის მაღალ ან მაქსიმალურ პარამეტრებზე რეითრეისინგის გარეშე ან მასთან ერთად, თუმცა DLSS/DLSS FG-ით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.