Jump to content

Recommended Posts

Posted

დრაივერების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ NVIDIA ამზადებს მთელ რიგ Ada RTX გრაფიკულ პროცესორებს მობილური სამუშაო სადგურების სეგმენტისთვის. 

image.png 

გრაფიკული პროცესორები NVIDIA RTX Ada Workstation გამოჩნდა MSI-ს მიერ გამოქვეყნებულ დრაივერებში, რაც გარკვეულ წარმოდგენას იძლევა სამომავლო პროდუქტებისა და ჯერ არგამოშვებული GPU-ების იდენტიფიკატორების შესახებ. დრაივერების პაკეტში სულ ჩამოთვლილია ოთხი SKU: 

  • NVIDIA_DEV.2730 = "NVIDIA RTX 5000 Ada Generation Laptop GPU" 

  • NVIDIA_DEV.27BB = "NVIDIA RTX 3500 Ada Generation Laptop GPU" 

  • NVIDIA_DEV.2838 = "NVIDIA RTX 3000 Ada Generation Laptop GPU" 

  • NVIDIA_DEV.28B8 = "NVIDIA RTX 2000 Ada Generation Laptop GPU" 

image.png 

ეს მიუთითებს შემდეგი თაობის RTX Workstation ლეპტოპების სამომავლო სერიის გამოსვლაზე Ada Lovelace GPU არქიტექტურის გამოყენებით. ამჟამად არ არსებობს სხვა ინფორმაცია მოწყობილობების იდენტიფიკატორების გარდა, თუმცა Videocardz გვთავაზობს ამ ჩიპების მახასიათებლებს. რესურსი აცხადებს, რომ RTX 5000 Ada GPU-ში შესაძლოა გამოყენებული იყოს გრაფიკული პროცესორი AD103 256-ბიტიანი ინტერფეისით და 16 გბ GDDR6 მეხსიერება, RTX 3500-ში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს AD104 და 192-ბიტიანი ინტერფეისი 12 გბ მეხსიერებით. 

image.png 

RTX 3000 და RTX 2000 Ada Mobility სამუშაო სადგურების GPU-ში შესაძლოა გამოყენებული იყოს AD106 და AD107 გრაფიკული პროცესორები 8 გბ 128 ბიტი და 4/8 გბ 138 ბიტი კონფიგურაციებით, შესაბამისად. ასევე, მათი მახასიათებლები შესაძლოა იყოს სტანდარტული GPU RTX 40 Laptop-ის ანალოგიური, თუმცა ნაკლები ტაქტის სიხშირეებით და უფრო დაბალი ენერგომოხმარებით. გარდა ამისა, სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი RTX Ada გრაფიკული პროცესორები გამოყენებენ Studio დრაივერების პაკეტის უპირატესობებს და უზრუნველყოფენ წარმადობის თვალსაჩინო ზრდას ამჟამად აქტუალურ GPU Ampere-სთან შედარებით. 

იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს თვეებში NVIDIA უამრავ ღონისძიებას ჩაატარებს, როგორებიცაა GDC და GTC, შესაძლებელია ერთ-ერთი ამ ღონისძიებიდან ცნობილი გახდეს სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი Ada GPU-ების შესახებ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.