Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel მიმდინარე თვის შუა რიცხვებში სამუშაო სადგურებისთვის ახალ Expert 1S Workstation პლატფორმას წარადგენს, წერს პორტალი Wccftech. მასში შედის Xeon W-3400 და Xeon W-2400 პროცესორები, W790 ჩიპსეტი დედა დაფებისთვის და დედა დაფები LGA 4677 სოკეტით. მათი ნაწილი გაყიდვაში მარტში გამოვა, თუმცა მათ შესახებ მეტი რამ გახდება მიმდინარე თვეში, როდესაც მიმოხილვები გამოჩდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ახალი პროცესორები მიეკუთვნება Xeon სერიებს კოდური სახელწოდებით Sapphire Rapids, გარკვეული გაგებით მათ შეიძლება ვუწოდოთ მივიწყებული Core-X კლასის HEDT პროცესორების სერიის შთამომავლები, რომლებიც Intel-ს არ განუახლებია სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. 

image.jpeg 

Xeon W-3400-ის მოდელების ხაზი. ფოტოს წყარო: HXL 

Xeon W-3400 და Xeon W-2400 პროცესორების მახასიათებლები დიდი ხანია ცნობილია. პირველ სერიაში წარმოდგენილი იქნება 12-დან 56-მდე ბირთვი 24-დან 112-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და იმუშავებენ 4.8 გჰც სიხშირემდე. ამ პროცესორებს ექნება 30-დან 105 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერეა და TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი 220-დან 350 ვატამდე. ამავე დროს ზოგ მოდელს ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი, რაც მათი მექანიკური აჩქარების საშუალებას იძლევა. პროცესორებს ექნება DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 4 ტბ-მდე რვაარხიანი ოპერატიული მეხსიერების, ასევე 112 PCIe 5.0 არხის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

Xeon W-2400 სერიის მოდელების ხაზი. ფოტოს წყარო: HXL 

Xeon W-2400 სერიის პროცესორებს ექნება 6-დან 24-მდე ბირთვი 12-დან 48-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, ასევე 15-დან 45 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და 4.8 გჰც-მდე სამუშაო სიხშირე. ამ მოდელების TDP-ის ნომინალური მაჩვენებელია 110-დან 225 ვატამდე. პროცესორების ნაწილს ასევე ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი. ამ ჩიპებს აქვთ DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 2 ტბ-მდე ოთხარხიანი ოპერატიული მეხსიერების, ასევე 64 PCIe 5.0 არხის მხარდაჭერა. 

Wccftech-ის ცნობით ახალი Intel Expert 1S Workstation პლატფორმის ანონსი 15 თებერვალს შედგება. კომპანია ახალი ჩიპების მიმოხილვების გამოქვეყნების აკრძალვას 22 თებერვალს მოხსნის. Xeon W-2400 სერიის ყველა პროცესორი და დედა დაფა, რომლებიც დამყარებულია W790 ჩიპსეტზე, გაყიდვაში 8 მარტიდან 22 მარტამდე პერიოდში გამოვა. ხოლო Xeon W-3400 მოდელების გამოშვება 12-დან 26 აპრილამდე მოხდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.