Magdalena Posted February 8, 2023 Posted February 8, 2023 კომპანია Intel მიმდინარე თვის შუა რიცხვებში სამუშაო სადგურებისთვის ახალ Expert 1S Workstation პლატფორმას წარადგენს, წერს პორტალი Wccftech. მასში შედის Xeon W-3400 და Xeon W-2400 პროცესორები, W790 ჩიპსეტი დედა დაფებისთვის და დედა დაფები LGA 4677 სოკეტით. მათი ნაწილი გაყიდვაში მარტში გამოვა, თუმცა მათ შესახებ მეტი რამ გახდება მიმდინარე თვეში, როდესაც მიმოხილვები გამოჩდება. ფოტოს წყარო: Intel მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ახალი პროცესორები მიეკუთვნება Xeon სერიებს კოდური სახელწოდებით Sapphire Rapids, გარკვეული გაგებით მათ შეიძლება ვუწოდოთ მივიწყებული Core-X კლასის HEDT პროცესორების სერიის შთამომავლები, რომლებიც Intel-ს არ განუახლებია სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. Xeon W-3400-ის მოდელების ხაზი. ფოტოს წყარო: HXL Xeon W-3400 და Xeon W-2400 პროცესორების მახასიათებლები დიდი ხანია ცნობილია. პირველ სერიაში წარმოდგენილი იქნება 12-დან 56-მდე ბირთვი 24-დან 112-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და იმუშავებენ 4.8 გჰც სიხშირემდე. ამ პროცესორებს ექნება 30-დან 105 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი 220-დან 350 ვატამდე. ამავე დროს ზოგ მოდელს ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი, რაც მათი მექანიკური აჩქარების საშუალებას იძლევა. პროცესორებს ექნება DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 4 ტბ-მდე რვაარხიანი ოპერატიული მეხსიერების, ასევე 112 PCIe 5.0 არხის მხარდაჭერა. Xeon W-2400 სერიის მოდელების ხაზი. ფოტოს წყარო: HXL Xeon W-2400 სერიის პროცესორებს ექნება 6-დან 24-მდე ბირთვი 12-დან 48-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, ასევე 15-დან 45 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და 4.8 გჰც-მდე სამუშაო სიხშირე. ამ მოდელების TDP-ის ნომინალური მაჩვენებელია 110-დან 225 ვატამდე. პროცესორების ნაწილს ასევე ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი. ამ ჩიპებს აქვთ DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 2 ტბ-მდე ოთხარხიანი ოპერატიული მეხსიერების, ასევე 64 PCIe 5.0 არხის მხარდაჭერა. Wccftech-ის ცნობით ახალი Intel Expert 1S Workstation პლატფორმის ანონსი 15 თებერვალს შედგება. კომპანია ახალი ჩიპების მიმოხილვების გამოქვეყნების აკრძალვას 22 თებერვალს მოხსნის. Xeon W-2400 სერიის ყველა პროცესორი და დედა დაფა, რომლებიც დამყარებულია W790 ჩიპსეტზე, გაყიდვაში 8 მარტიდან 22 მარტამდე პერიოდში გამოვა. ხოლო Xeon W-3400 მოდელების გამოშვება 12-დან 26 აპრილამდე მოხდება. https://tinyurl.com/5n8xwhjy Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.