Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple-მა განაცხადა, რომ გადალახა მორიგი ნიშნული მისი მოწყობილობების მომხმარებლების რაოდენობის მხრივ: დღეისათვის მთელ მსოფლიოში აქტიურია 2 მილიარდი iPhone, iPad და Mac. ელექტრონულმა გიგანტმა პირველი მილიარდი მოწყობილობა 2016 წელს დააფიქსირა, ხოლო 2020 წლის დასაწყისში რაოდენობა უკვე 1.5 მილიარდი იყო. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: apple.com 

ორმილიარდიანი ნიშნული Apple-მა საკმაოდ სწრაფად გადალახა: დაახლოებით ერთი წლის წი კომპანიამ 1.85 მილიარდი აქტიური მოწყობილობის არსებობის შესახებ განაცხადა, რაც შესაძლებელი გახდა 2021 წელს რეკორდული გაყიდვების წყალობით. მწარმოებელმა მოახერხა მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გადალახვა, რაც მთელ ინდუსტრიას აწუხებდა. 

კვარტალურ ფინანსურ ანგარიშში Apple-მა კიდევ ერთი სიახლე გააზიარა, რაც სულაც არ აღმოჩდა პოზიტიური: iPhone-ის გაყიდვეი 8%-ზე მეტით შემცირდა, Mac-ის სეგმენტს კი თითქმის 30% მოაკლდა. მაგრამ კომპანია არ ნებდება. „ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან  ეტაპს დეკემბრის კვარტალში და მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ ახლა გვაქვს 2 მილიარდზე მეტი აქტიური მოწყობილობა“, - განაცხადა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა. 

შედარებისთვის, ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში Google-მა გამოაცხადა 3 მილიარდი აქტიური Android მოწყობილობის არსებობა. კომპანია Play Store-ზე წვდომის მქონე გაჯეტებს აქტიურად მიიჩნევს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამჟამად მოქმედი Android მოწყობილობების რეალური რაოდენობა შეიძლება კიდევ უფრო მეტი იყოს - ბევრი ჩინური სმარტფონი მუშაობს მხოლოდ საკუთარი აპლიკაციების მაღაზიებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.