Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Bitcoin-ბირჟა Binance-მა ისაუბრა კრიპტო ინვესტიციების მიმართ მომხმარებლების მაღალი ინტერესის შენარჩუების შესახებ. ამას მოწმობს გასული წლის შემოდგომაზე დსთ-ს ქვეყნებში 11150 რესპოდენტის გამოკითხვის შედეგები.  

Binance-ის მომხმარებელთა 88%-ზე მეტი გეგმავს განაგრძოს ინვესტიციების ჩადება ციფრულ აქტივებში. 3.3% არ განიხილავს ამ შესაძლებლობას. ამასთან, 79.7% დარწმუნებულია, რომ კრიპტოვალუტა აუცილებელია გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის. 

გამოკითხულთა 40%-ზე მეტმა ციფრული აქტივები გასულ წელს იყიდა საინვესტიციო მიზნებისთვის. სხვა მოტივები იყო Bitcoin-ის ფასის კლება და ზოგადი ვარდნის ტენდენცია. თითქმის 8%-მა ყიდვის მიზეზად მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა დაასახელა, 11,5%-მა კი ტრადიციულ ფინანსურ სისტემას გამოუცხადა უნდობლობა.  

გამოკითხულთა 59.4%-ს მიაჩნია, რომ დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტაში ჩადებული დეპოზიტები საბანკო დეპოზიტებს ჩაანაცვლებს. 

40.8% არ იყენებს ტრადიციულ საინვესტიციო შესაძლებლობებს (აქციების ყიდვა, ინვესტიცია უძრავ ქონებაში, ურთიერთდახმარების ფონდებში), ხოლო 32.4% მიმართავს ასეთებს. 

Bitcoin კვლავ დომინანტური კრიპტო აქტივია, რომელსაც ფლობს Binance-ის გამოკითხული მომხმარებლების 21.7%. სამეულში ასევე შედის Tether (17.8%) და BUSD (10.3%). 

გამოკითხულთა 45%-მა კრიპტოვალუტების შესახებ ინტერნეტის საშუალებით შეიტყო, 23%-მა მეგობრებისდა ოჯახისგან, 20.2%-მა - სოციალური ქსელებით. ამ უკანასკნელთა შორის ლიდერობენ Telegram, YouTube და Tik-Tok. 

კრიპტო-ინვესტიციებისთვის პლატფორმის არჩევის ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმად რესპონდენტებმა აღნიშნეს უსაფრთხოება და სანდოობა - 49%, მოსახერხებელი ინტერფეისი - 15.2% და დაბალი საკომისიო - 12.8%. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.