Magdalena Posted February 3, 2023 Posted February 3, 2023 სავაჭრო პლატფორმა Amazon-მა დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება თავის ასორტიმენტში პირველ გეიმინგ ლეპტოპზე, რომელშიც წარმოდგენილია მძლავრი ცენტრალური პროცესორი Intel Raptor Lake და NVIDIA-ს ფლაგმანური ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090. საუბარია კომპანია Gigabyte-ის Aorus 17X მოდელზე. ფოტოს წყარო: Gigabyte ახალ ლეპტოპში წარმოდგენილია 24-ბირთვიანი Core i9-13900HX სიხშირით 5.4 გჰც-მდე. HX სერიის პროცესორებში გაზრდილია ნომინალური ენერგომოხმარების მაჩვენებელი 55 ვატამდე, თუმცა მათ გააჩნია ნაკლები წარმადობის ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი. ჯამში, ეს ლეპტოპი საერთოდაც არ საჭიროებს ინტეგრირებულ გრაფიკას, რადგან მასში მოცემულია ფლაგმანური გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 4090 16 გბ GDDR6 მეხსიერებით, რომლის ენერგომოხმარების მაჩვენებელი 175 ვატამდეა. Gigabyte Aorus 17X-ს ასევე აქვს 32 გბ ორარხიანი ოპერატიული მეხსიერება DDR5-5600 და 2 ტბ PCIe 4.0 SSD. ლეპტოპს აქვს 17.3-დუიმიანი ეკრანი გვერდების შეფარდებით 16:9, 2560 × 1440 პიქსელი გაფართოება, 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. ლეპტოპზე უზრუნველყოფილია Wi-Fi 6E და Bluetooth უსადენო კავშირების მხარდაჭერა და დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11 Pro. Gigabyte Aorus 17X-ის წონა 2.8 კილოგრამია. ლეპტოპთან ერთად მომხმარებელი მიიღებს 330 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკს. ლეპტოპის ეს კონფიგურაცია 3899 აშშ დოლარად ფასდება. მოწყობილობის მიწოდება 8 თებერვლიდან დაიწყება. https://tinyurl.com/3se8zaj5
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now