Jump to content

Recommended Posts

Posted

 

image.jpeg

Twitter-ზე გამოჩნდა გრაფიკული პროცესორის რადიატორის ფოტოები, რომლებზეც ჩანს მასიური, ოთხსლოტიანი ვიდეო ბარათი. უკანა პანელზე პორტების სტანდარტული ჰორიზონტალური განლაგებისგან განსხვავებით ბარათზე ვერტიკალურადაა განთავსებული სამი Displayport და ერთი HDMI. 

image.jpeg 

ქვემოთ მოყვანილია მოწინავე გრაფიკული პროცესორების სამი სხვადასხვა თაობა. GeForce RTX 3080 Ti ორსლოტიანია, RTX 4080/4090 - სამსლოტიანები, ზემოთხსენებული RTX 4090 Ti კი - ოთხსლოტიანი. 

image.jpeg 

RTX 3080 Ti და RTX 4090 

image.jpeg 

RTX 4090 Ti 

GeForce RTX 4090 Ti დამყარებული იქნება გაუმჯობესებულ კრისტალ AD102-ზე და ექნება 10-20%-ით გაზრდილი წარმადობა RTX 4090-თან შედარებით. Twitter-ის წყაროს თანახმად ყველაზე სწრაფ SKU Ada Lovelace-ში გამოყენებული იქნება AD102 პროცესორი 18176 CUDA და 142 RT ბირთვით. სტანდარტულ პროცესორ AD102-ს აქვს 18432 CUDA და 144 RT ბირთვი. ეს კრისტალები RTX 4090 Ti-სთვის გულმოდგინედ იქნება შერჩეული და უზრუნველყოფილი იქნება 3 გჰც-მდე სიხშირე, რაც 200-300 მჰც-ით აღემატება RTX 4090-ს. 

image.jpeg 

L2 ქეში Ti-ზე ასევე მნიშვნელოვანი განახლება იქნება RTX 4090-თან შედარებით. RTX 4090-ს აქვს 72 მბ L2 ქეში, 4090 Ti კი გამოიყენებს 96 მბ-ს. მეხსიერების სიჩქარე სავარაუდოდ გაიზრდება 22.5 გბ/წმ-დან 24 გბ/წმ-მდე. ყველა ეს ცვლილება GPU-ს უფრო მეტ წარმადობას მიანიჭებს. მოსალოდნელია, რომ RTX 4090 Ti-ს ექნება TGP 475 ვატი, 4090-ის 450 ვატ TGP-სთან შედარებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.