Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო ორი კვირა კრიპტოვალუტების ბაზრისთვის მეტად პოზიტიურად მიმდინარეობს: კარგ მდგომარეობაშია როგორც პირველი კრიპტოვალუტა, ისევე Altcoin-ები. აშშ-ში ინფლაციის შემცირების შედეგად მსხვილმა ინვესტორებმა კვლავ დაიწყეს ყურადღების მიქცევა სარისკო აქტივებისთვის, როგორიცაა ციფრული მონეტები. 

image.png 

Bitcoin-ზე თუ ვისაუბრებთ, ბოლო თვეებში მისი ფასი 17 ათას აშშ დოლარიანი დონეს სიახლოვეს იყო გაჩერებული, თუმცა ამჟამად აღდგენას განიცდის და ფასი 24 ათასი აშშ დოლარისკენ მიემართება. სტატიის წერის მომენტში კრიპტოვალუტის ფასმა 23200 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამრიგად, იგი 2.5%-ზე მეტით გაიზარდა ერთ დღეში და 11.4%-ით - კვირის განმავლობაში. BTC-ის კაპიტალიზაციამ მკვეთრი ზრდის ფონზე 448 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 

წერის დროს მთავარი Altcoin, Ethereum, 1616 აშშ დოლარი ღირს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მლრდ აშშ დოლარზე ნაკლებია. გრაფიკები ამტკიცებს, რომ ETH-ის ფასი გაიზარდა 4.4%-ით დღეში და 6%-ით - კვირაში. 

სევე იზრდება დანარჩენი მონეტების ფასები. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე პოპულარული მონეტის მაგალითი: 

  • BNB – 304$; +9.53% კვირაში 

  • XRP – 0.4$; +4.20% 

  • ADA – 0.38$; +11.3% 

  • DOGE – 0.08$; +5.22% 

  • Polygon – 1.08$; +13.88% 

  • SOL – 24.3$; +13.25% 

  • DOT – 6.46$; +11.4% 

  • AVAX – 18.09$; +11.9% 

კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია, CoinMarketCap პორტალის მიხედვით, უკვე 1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტია. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.