Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კომპანია Audi-მ წარადგინა ელექტრომობილ Activesphere EV-ის კონცეპტი. ქროსოვერი შექმნილია უგზოობაზე სასიარულოდ, აქვს გამძლე იატაკი, ასაწევი დაკიდების სისტემ და სპორტული აღჭურვილობის მოსახერხებლად გადატანისთვის საჭირო საშუალებები. უკანა ნაწილი შესაძლებელია ტრანსფორმირდეს სატვირთო პლატფორმად. ელექტრომობილის პროფილი მოგვაგონებს სედანს, აქვს ფართო, ნათელი სალონი და განკუთვნილია დასვენებისთვის ავტოპილოტირების რეჟიმში. 

სალონი ასახავს Audi-ს თავდაჯერებას შერეულ რეალობაში. მძღოლები გაიკეთებენ AR-სათვალეს, რომელზეც აისახება მათთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, აგრეთვე ხელმისაწვდომია საინფორმაციო-გასართობი სისტემა და ვირტუალური დამხმარეები. მანქანაში წარმოდგენილი არ არის სტანდარტული ეკრანები და სენსორები, სათვალეს შეუძლია მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის თვალყურის დევნებაც. როდესაც მძღოლი მზად იქნება მართვა ხელში აიღოს, სამართავი პანელი და საჭე სათანადო ადგილას ამოვა. Audi-ს გათვლილი აქვს, რომ მძღოლმა საჭე იშვიათად, მაგალითად ცუდ გზაზე სიარულისას, გამოიყენოს. 

ტექნიკური მახასიათებლების უმეტესობა ჯერ არ დასახელებულა, თუმცა Audi აცხადებს, რომ ელექტრომობილის სვლის მარაგი 372 მილზე (600 კმ) მეტია, სწრაფი 270 კილოვატიანი დამუხტვა კი ხორციელდება 800-ვოლტიანი არქიტექტურის მეშვეობით. Audi-ს თქმით, 100 კვტ/სთ მოცულობის ბატარეა 5-დან 80%-მდე 25 წუთში დაიმუხტება. 

ეს გახლავთ რიგით მეოთხე მოდელი Audi-ს ელექტრო კონცეპტ "sphere"-ს ხაზში. კომპანიამ ეს ინიციატივა წამოიწყო 2021 წლის აგვისტოში Roadster Skysphere-ს წარდგენით, ერთი თვის შემდეგ კი წარადგინა მაღალი კლასის სედანი Grandsphere. გასულ წელს წარდგენილი Urbansphere ჩაფიქრებული იყო, როგორც ქროსოვერი მომავლის ქალაქებისთვის, სადაც მანქანა არა მხოლოდ ტრანსპორტია, არამედ ოფისიც. 

წინა ექსპერიმენტების მსგავსად Activesphere არ არის სერიული მოდელის ვერსია. ეს გახლავთ Audi-ს ხედვა საავტომობილო ტრანსპორტის მიმართ სამომავლოდ, რომ აღარაფერი ვთქვათ ტექნიკური ოსტატობის დემონსტრირებაზე. კითხვა ის არის, მოახდენს თუ არა კონცეპტი გავლენას მომავლის ავტომობილებზე. Audi-ს ხედვა ტრიალებს Porsche Taycan-ის, e-tron GT-ის ყველგანმავლების ირგვლივ. თუმცა ბრენდი აპირებს მნიშვნელოვნად გააფართოვოს ელექტრომობილების შეთავაზება 2026 წლისთვის, ამიტომ არ არის გამორიცხული Activesphere-თი შთაგონებული ავტომობილების წარმოება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.