Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

FTX-ის ადვოკატებმა გაკოტრებასთან დაკავშირებულ სასამართლოში შეიტანეს ბირჟის კრედიტორების სია, რომელიც ასზე მეტ გვერდს მოიცავს. ჩამონათვალში შედის არაერთი სამთავრობო უწყება სხვადასხვა ქვეყნიდან, ტექნოლოგიური კომპანიები, ავიაკომპანიები და სასტუმროს ოპერატორები. 

გაკოტრებული პლატფორმა ვალში აღმოჩნდა ასევე ბანკების, საქველმოქმედო ორგანიზაციების, ვენჩურული კაპიტალის კომპანიების, მედიისა და რამდენიმე კრიპტო კომპანიის მიმართ. ამ უკანასკნელში შედის Coinbase, Galaxy Digital, Yuga Labs, Circle, Bittrex, Sky Mavis, Chainalysis, Messari, Binance-ისა და Anchorage-ის განყოფილებები. 

სიაში შედის ისეთი დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Apple, Netflix, Amazon, Meta, Google, LinkedIn, Microsoft და Twitter. 

კრედიტორების მატრიცაში შემავალ საინფორმაციო მედიის ორგანიზაციებს შორისაა The New York Times, The Wall Street Journal და CoinDesk. 

სიაში ასევე შედის აშშ-ის ფედერალური საგადასახადო სამსახური, რამდენიმე შტატის ფისკალური დეპარტამენტი და სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულება კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ჰონგ კონგში, გიბრალტარში, ვიეტნამსა და სხვა ქვეყნებში. 

ჩამონათვალში მითითებულია ტელეშოუ Shark Tank-ის ვარსკვლავ და ვენჩურულ ინვესტორ Kevin O'Leary-კომპანია O’Leary Productions. ადრე ანტრეპრენერმა FTX-ის დამფუძნებლის სემ ბენკმენ-ფრიდის დასაცავად ისაუბრა. 

image.jpeg

წყარო: New York Post. 

სიაში არ არის მითითებული იურიდიული პირების მიმართ გადასახდელი თანხები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.