Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-მა წარადგინა მორიგი დიდი - 43-დუიმიანი მონიტორი Odyssey Neo G7 (G70NC). კომპანია აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი მონიტორი მის ასორტიმენტში, რომელსაც აქვს ბრტყელი ეკრანი და Mini-LED ფონური განათება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

მონიტორის საფუძვლად გამოყენებულია ეკრანი ტექნოლოგიით Quantum Matrix Technology და 3840 × 2160 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერით. მატრიცის რეაგირების დროა 1 მილიწამი, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცი, აგრეთვე მხარდაჭერილია VESA DisplayHDR600 და HDR10+ სტანდარტები. 

image.jpeg 

ეკრანს აქვს 178-გრადუსიანი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხედვის კუთხე, 400 კდ/2სიკაშკაშე და გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგია AMD FreeSync Premium Pro-ს მხარდაჭერა. 

image.jpeg 

Odyssey Neo G7-ს (G70NC) აქვს სმარტ-ფუნქციების, Gaming Hub-ისა და Samsung Smart Hub-ის მხარდაჭერა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სტრიმინგ გეიმინგ ვიდეოსერვისს, როგორც ფასიანს, ისე უფასოს. კერძოდ, მხარდაჭერილია გეიმინგ სერვისები Xbox Cloud Gaming და NVIDIA GeForce NOW, აგრეთვე ვიდეოსერვისები Amazon Prime Video, Netflix და YouTube. ამ სერვისებით სარგებლობისთვის მონიტორს კომპიუტერთან ან სათამაშო კონსოლთან დაკავშირებაც კი არ სჭირდება. 

image.jpeg 

მონიტორს აქვს ორი დინამიკი, თითოეული 20 ვატი სიმძლავრით. მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია ერთი DisplayPort 1.4, ორი HDMI 2.1, ორი USB 3.0 და ერთი LAN. მონიტორზე ასევე მხარდაჭერილია უსადენო კავშირები Wi-Fi 5 და Bluetooth 5.2. აგრეთვე შესაძლებელია სადგამის და ეკრანის დახრილობის რეგულირება. 

image.jpeg 

მონიტორის ფასი კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია. მოწყობილობა გაყიდვაში მიმდინარე კვარტლის ბოლომდე გამოვა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.