Jump to content

Recommended Posts

Posted

მსოფლიოში წამყვანი პროცესორების მწარმოებელი ამზადებს Xeon პროდუქციის ორ სერიას სამუშაო სადგურებისთვის, კერძოდ W-3400 და W-2400 სერიებს. ამ პროცესორების მახასიათებლები ცნობილია და ასევე ვიცით, რომ Xeon W9-3495X არის ფლაგმანურSapphire Rapids პროცესორი ასეთი სისტემებისთვის. 

image.png 

Geekbench-ის ჩანაწერი ადასტურებს, რომ პროცესორს აქვს 56 ბირთვი, მაგრამ არ ახსენებს HyperThreading ტექნოლოგიის მხარდაჭერას. ეს არის ყველაზე ძლიერი კონფიგურაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ახალი Sapphire Rapids კრისტალით. პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირეა 1.9 გჰც, აჩქარების რეჟიმში - 4.6 გჰც-მდე. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, პროცესორს აქვს 105 მბ L3  და 56 მბ L2 ქეშ-მეხსიერება 

სატესტო სისტემა მოიცავდა ასევე 128 გბ DDR5-4800 სტანდარტის ოპერატიულ მეხსიერებას, რომელსაც აქვს პლატფორმა Fishhawk Falls-ის მხარდაჭერა. ეს მეხსიერება დაყენდა დედა დაფა Supermicro X13SWA-TF-ზე. 

image.png 

წარმადობას რაც შეეხება, ერთბირთვიან დატვირთვაზე პროცესორი 15%-ით ნელია Threadripper PRO 5995WX-თან შედარებით და დააგროვა 1284 ქულა. ფლაგმანური Xeon W9-3495X-ის მრავალბირთვიანი წარმადობა 36990 ქულას შეადგენს. 

image.png 

Intel-მა უკვე დაადასტურა, რომ Xeon W3400/2400 პროცესორები გაყიდვაში 15 თებერვალს გამოვა. დიდი ალბათობით, ზოგიერთმა მიმომხილველმა უკვე მოიპოვა წვდომა ამ პროცესორებზე, ან Geekbench-ის შედეგებმა გაჟონა დედა დაფის მწარმოებელი კომპანიის შიდა ტესტებიდან.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.