Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-ის დისპლეების გამომშვები ქვეგნაყოფილება აცხადებს, რომ ახალ Galaxy Book სერიის ლეპტოპებს ექნება OLED პანელები 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. 1 თებერვალს Samsung ჩაატარებს ღონისძიება Samsung Unpacked-ს სან-ფრანცისკოში. Samsung Display-მ ჯერჯერობით Galaxy Book ლეპტოპების მხოლოდ ზოგიერთ მახასიათებელზე. 

Samsung Display პირველად აპირებს მსხვილგაბარიტულ ტექნოლოგია OCTA-ს გამოყენებას ახალ მაღალი ხარისხის მოდელ Galaxy Book-ში, ასევე გეგმავს შთამბეჭდავ დიზაინს დაუმატოს მაღალი პორტატულობა“ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში. Samsung Display საზოგადოებას ჩვენებს 16:10 ასპექტის თანაფარდობი, 120 ჰერცი განახლების სიხშირი და 3K გაფართოების ეკრანების მქონე თავისი პროდუქტების პანელის მუშაობას“. 

image.jpeg 

OCTA (On-Screen Touch AMOLED) - ეს არის ტექნოლოგია, რომელიც Samsung-მა პირველად გამოიყენა Galaxy სერიის სმარტფონებში. OLED ეკრანებზე, როგორც წესი, ეკრანის კონტრასტულობა იზრდება იდეალური შავი ფერის ხარჯზე. ტექნოლოგია OCTA შლის პანელის სენსორულ ფენას და აერთიანებს სენსორს თავად პანელში. შედეგად პანელი ხდება 6%-11%-ით თხელი, მარტივდება მისი წარმოება და არის უფრო ეკოლოგიური. 

CES გამოფენით თუ ვიმსჯელებთ 2023 წელი საინტერესო იქნება miniLED და OLED ტიპის ეკრანების მონიტორებში გამოყენების მხრივ. Samsung არის OLED მონიტორების წამყვანი მწარმოებელი და Asus-იც მათზე დებს ფსონს. 

ჯერჯერობით მხოლოდ Microsoft Surface Laptop Studio-ს მსგავს, კონტენტის შექმნისთვის განკუთვნილ ლეპტოპებს აქვთ 120-ჰერციანი პანელები. Galaxy Book-ში მათმა გამოჩენამ შესაძლოა გაზარდო ამ სერიის ლეპტოპების პოპულარობა და სხვა მწარმოებლებს მსგავსი გადაწყვეტილებისკენ უბიძგოს, წერს PCWorld. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.