Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ევროპულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა მოახდინეს თაღლითური სქემის ლიკვიდირება, რომელიც დაკავშირებული იყო კრიპტოვალუტებთან. ამის შესახებ Eurojust-ის განცხადებაშია ნათქვამი. 

სააგენტოს ცნობით ბოროტმოქმედები სერბეთიდან ქოლ-ცენტრებს მართავდნენ და ბულგარეთის ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას იყენებდნენ. წინასწარი მონაცემებით ფულის გათეთრების ბაზა კვიპროსი იყო. 

ჯგუფმა მიიზიდა პოტენციური ინვესტორები ციფრულ აქტივებში. გერმანიის, შვეიცარიის, ავსტრიის, ავსტრალიისა და კანადის მაცხოვრებლები ბოროტმოქმედების მსხვერპლი გახდნენ. მათი ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. Eurojust-ის ინფორმაციით ზარალი „ათეულობით მილიონ ევროს“ შეადგენს. 

ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცავებმა სერბეთში 14 და გერმანიაში ერთი პირი დააკავეს. ამოღებულია 150 კომპიუტერი, სამი მანქანა, ორი ძვირადღირებული ბინა, 1 მლნ აშშ დოლარის კრიპტოვალუტა და 50 000 ევრო ნაღდი ფული. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში იტალიისა და ალბანეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა Eurojust-ის მხარდაჭერით გამოავლინეს ციფრულ აქტივებში ინვესტიციებთან დაკავშირებული თაღლითობა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.