Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-მა ოფიციალურად წარადგინა და გაყიდვაში გამოუშვა ფლაგმანური 24-ბირთვიანი პროცესორი Core i9-13900KS, რომელსაც შეუძლია 6 გჰც-მდე ავტომატური აჩქარება. ფლაგმანი 110 აშშ დოლარით ძვირია Core i9-13900K მოდელთან შედარებით, ახალი პროცესორის ფასი 700 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

ტექნიკურად Core i9-13900KS-ში გამეორებულია ჩვეულებრივ მოდელ Core i9-13900K-ს მახასიათებლები. პროცესორს აქვს 8 მაღალი წარმადობის ბირთვი Raptor Cove 16 ნაკადის მხარდაჭერით, აგრეთვე 16 ენერგოეფექტური ბირთვი Gracemont. Core i9-13900K მოდელისგან ახალი ფლაგმანი განსხვავდება 3.0-დან 3.2 გჰც-მდე გაზრდილი საბაზისო სიხშირით, აგრეთვე დიდი ბირთვების 5.8-დან 6 გჰც-მდე გაზრდილი მაქსიმალური ტაქტის სიხშირით. Core i9-13900KS მოდელის მცირე Gracemont ბირთვები მუშაობს იმავე - 2.2-დან 4.3 გჰც-მდე დიაპაზონში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

პროცესორს ასევე აქვს გრაფიკული ბირთვი Intel UHD 770. Core i9-13900KS მოდელის ენერგომოხმარება შეადგენს 150 ვატს, რაც 25 ვატით აღემატება Core i9-13900K მოდელისას. Core i9-13900KS მოდელის მაქსიმალური სიმძლავრე Max Turbo რეჟიმში 253 ვატია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

ახალ ჩიპს აქვს 36 მბ ქეშ-მეხსიერება, მხარდაჭერილია 20 PCIe არხი (16 PCIe 5.0 არხი და ოთხი PCIe 4.0 არხი), ასევე DDR5-5600 და DDR4-3200 მეხსიერების სტანდარტების მხარდაჭერა. ჩვეულებრივი Core i9-13900K-ის მსგავსად ახალი Core i9-13900KS თავსებადია Intel Z790 და Z690 დედა დაფებთან. საუკეთესო წარმადობისთვის Intel გირჩევთ განაახლოთ თქვენი დედა დაფის BIOS უახლესი ვერსიით. firmware შეგიძლიათ იხილოთ კონკრეტული დაფის მოდელის მწარმოებლის ვებ-გვერდზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: HardwareUnboxed 

Core i9-13900KS-ის მიმოხილვები უკვე გამოჩნდა ინტერნეტში. YouTube-არხ HardwareUnboxed-ის მიხედვით იგი 1080p გაფართოების თამაშებში მინიმალურად უფრო სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი მოდელი, მაგრამ ამავე დროს ის კიდევ უფრო ზრდის ლიდერობას ფლაგმანურ AMD Ryzen 9 7950X-თან შედარებით. 

DDR5 ოპერატიული მეხსიერების უფრო სწრაფი ნაკრების გამოყენებისას ახალი მოდელის სასარგებლოდ წარმადობის სხვაობა ოდნავ იზრდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.