Magdalena Posted January 16, 2023 Posted January 16, 2023 კომპანია Intel-მა ოფიციალურად წარადგინა და გაყიდვაში გამოუშვა ფლაგმანური 24-ბირთვიანი პროცესორი Core i9-13900KS, რომელსაც შეუძლია 6 გჰც-მდე ავტომატური აჩქარება. ფლაგმანი 110 აშშ დოლარით ძვირია Core i9-13900K მოდელთან შედარებით, ახალი პროცესორის ფასი 700 აშშ დოლარია. ფოტოს წყარო: Intel ტექნიკურად Core i9-13900KS-ში გამეორებულია ჩვეულებრივ მოდელ Core i9-13900K-ს მახასიათებლები. პროცესორს აქვს 8 მაღალი წარმადობის ბირთვი Raptor Cove 16 ნაკადის მხარდაჭერით, აგრეთვე 16 ენერგოეფექტური ბირთვი Gracemont. Core i9-13900K მოდელისგან ახალი ფლაგმანი განსხვავდება 3.0-დან 3.2 გჰც-მდე გაზრდილი საბაზისო სიხშირით, აგრეთვე დიდი ბირთვების 5.8-დან 6 გჰც-მდე გაზრდილი მაქსიმალური ტაქტის სიხშირით. Core i9-13900KS მოდელის მცირე Gracemont ბირთვები მუშაობს იმავე - 2.2-დან 4.3 გჰც-მდე დიაპაზონში. ფოტოს წყარო: Intel პროცესორს ასევე აქვს გრაფიკული ბირთვი Intel UHD 770. Core i9-13900KS მოდელის ენერგომოხმარება შეადგენს 150 ვატს, რაც 25 ვატით აღემატება Core i9-13900K მოდელისას. Core i9-13900KS მოდელის მაქსიმალური სიმძლავრე Max Turbo რეჟიმში 253 ვატია. ფოტოს წყარო: Intel ახალ ჩიპს აქვს 36 მბ ქეშ-მეხსიერება, მხარდაჭერილია 20 PCIe არხი (16 PCIe 5.0 არხი და ოთხი PCIe 4.0 არხი), ასევე DDR5-5600 და DDR4-3200 მეხსიერების სტანდარტების მხარდაჭერა. ჩვეულებრივი Core i9-13900K-ის მსგავსად ახალი Core i9-13900KS თავსებადია Intel Z790 და Z690 დედა დაფებთან. საუკეთესო წარმადობისთვის Intel გირჩევთ განაახლოთ თქვენი დედა დაფის BIOS უახლესი ვერსიით. firmware შეგიძლიათ იხილოთ კონკრეტული დაფის მოდელის მწარმოებლის ვებ-გვერდზე. ფოტოს წყარო: HardwareUnboxed Core i9-13900KS-ის მიმოხილვები უკვე გამოჩნდა ინტერნეტში. YouTube-არხ HardwareUnboxed-ის მიხედვით იგი 1080p გაფართოების თამაშებში მინიმალურად უფრო სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი მოდელი, მაგრამ ამავე დროს ის კიდევ უფრო ზრდის ლიდერობას ფლაგმანურ AMD Ryzen 9 7950X-თან შედარებით. DDR5 ოპერატიული მეხსიერების უფრო სწრაფი ნაკრების გამოყენებისას ახალი მოდელის სასარგებლოდ წარმადობის სხვაობა ოდნავ იზრდება. https://tinyurl.com/2ya58p4s Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.