Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კომპანია Beosin-ის ექსპერტების თქმით 2022 წელს Web3 ინდუსტრიის ზარალმა 167 მსხვილი მასშტაბის თავდასხმების შედეგად შეადგინა დაახლოებით 3.6 მლრდ აშშ დოლარი, რაც 47.4%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 

მთლიანი ზარალის ნახევარზე მეტი, 1.89 მლრდ აშშ დოლარი, მოდიოდა crosschain-ხიდებთან დაკავშირებულ 12 ინენტზე. ამასთან DeFi-პროტოკოლებს თავს დაესხნენ 113-ჯერ (67.7% დაჰაკვის საერთო რაოდენობიდან). 

image.jpeg 

ყველაზე დიდი შეტევები კრიპტო ინდუსტრიაში ზარალის მხრივ 2022 წელს. წყარო: Beosin 

წლის განმავლობაში უსაფრთხოების სერიოზული ინციდენტები მოხდა 20 საჯარო ბლოკჩეინზე. ზარალის მხრივ პირველ სამეულში მოხვდნენ Ethereum, BNB Chain და Solana. ისინი ასევე პირველობენ დაჰაკვების რაოდენობით, თუმცა ამ შემთხვევაში Binance-ის ქსელი ლიდერობს. 

მოწყვლადობის ექსპლუატაცია პირველ ადგილზეა, როგორც სიხშირით, ასევე ზარალის მიხედვით: 1.458 მლრდ აშშ დოლარი დაიკარგა 87 ექსპლოიტის შედეგად. 

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ პროტოკოლები, რომლებმაც გაიარეს და ვერ გაიარეს აუდიტი, თითქმის თანაბრად ექვემდებარებოდნენ თავდასხმებს - 51.5% და 48.5%, შესაბამისად. 

მოპარული თანხებიდან დაახლოებით 1.396 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 38.7%, ჰაკერებმა გადარიცხეს Tornado Cash Mixing Service-ში. 

პროექტებმა მოახერხეს 2022 წელს მოპარული თანხების მხოლოდ 8%-ის - დაახლოებით 289 მლნ აშშ დოლარის დაბრუნება. 

image.jpeg 

დაჰაკვის შედეგად კრიპტო პროექტების დანაკარგები კვარტლების მიხედვით. წყარო: Beosin 

გასული წლის განმავლობაში, ანალიტიკოსებმა კრიმინალური თანხების გლობალური მოცულობა კრიპტო ინდუსტრიაში შეაფასეს 13.76 მლრდ აშშ დოლარად. დაჰაკვები და ექსპლოიტები მეორე ადგილზე იყო - ფულის გათეთრების სქემებმა შეადგინა 7.33 მლრდ აშშ დოლარი. ფინანსურმა პირამიდებმა 1 მლრდ აშშ დოლარის ზარალი შეადგინა, ხოლო თაღლითობამ - 830 მლნ აშშ დოლარი. 

image.jpeg 

კრიპტოინდუსტრიის ზარალი 2022 წელს დანაშაულის სახეობების მიხედვით. წყარო: Beosin 

ექსპერტებმა წლის განმავლობაში დაითვალეს თაღლითურ სქემა rug-pull-ის რეალიზაციის 243 შემთხვევა. ინციდენტების დაახლოებით 86.4%-ში ზარალმა 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

შეგახსენებთ, დეკემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ დააკავა აბრაამ ეიზენბერგი DeFi პლატფორმა Mango Markets-ზე თავდასხმაში მონაწილეობისთვის. ოქტომბერში განხორციელებული ექსპლოიტის შედეგად პროექტმა 116 მლნ აშშ დაკარგა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.