Jump to content

Recommended Posts

Posted

Lenovo-მ გამოფენა CES 2023-ზე წარადგინა პორტატული კომპიუტერი Yoga Book 9i 13.3 დუიმიანი ორი OLED-დისპლეითა და საკმაოდ მაღალი წარმადობით. მათთვის, ვისაც არ აკმაყოფილებს ეკრანული კლავიატურა, კომპანიამ გაითვალისწინა ფიზიკური - იგი ნაკრებში შედის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: lenovo.com 

თითოეული დისპლეის გაფართოებაა 2880×1800 პიქსელი, გვერდების შეფარდება - 16:10 და პიქსელების სიმჭიდროვე - 255.36 PPI. ეკრანების კადრის განახლების სიხშირეა 60 ჰერცი, მაქსიმალური სიკაშკაშე - 400 კდ/² - იგი ინდივიდუალურად რეგულირდება თითოეულ დისპლეიზე. მხარდაჭერილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და Dolby Vision. 

image.jpeg 

კომპლექტში შემავალი Bluetooth-კლავიატურა შესაძლებელია განთავსდეს პირდაპირ ქვედა დისპლეიზე, სადაც იგი მაგრდება მაგნიტის სამაგრებით და ფარავს ეკრანის მესამედს. დაარჩენი ერთი მესამედი შესაძლებელია შეივსოს Windows-ვიჯეტებით - სხვა სახის კონტენტის განთავსება ამ სივრცეში შეუძლებელია. თუ გაააქტიურებთ ეკრანულ კლავიატურას და აწევთ ზემოთ, მის ქვეშ გამოჩნდება თაჩპედი. 

image.jpeg 

Lenovo Yoga Book 9i-ს აქვს მე-13 თაობის U სერიის პროცესორი Intel Core i7 ორი მაღალი წარმადობისა და 8 ენერგოეფექტური ბირთვით, 12 ნაკადითა და საბაზისო 15-ვატიანი TDP-ის დონით. LPDDR5X სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 16 გბ, SSD-ისა კი (PCIe 4.0) კი - 512 გბ ან 1 ტბ. 

image.jpeg 

ბატარეის მოცულობა 80 ვტ/სთ-ს შეადგენს, რაც, როგორც კომპანია აცხადებს, საკმარისია ვიდეოკონტენტის 10 საათის განმავლობაში ნახვისთვის 150 კდ/² სიკაშკაშის პირობებში ორივე დისპლეიზე, ხოლო თუ მომხმარებელი მხოლოდ ერთ ეკრანს გამოიყენებს, ავტონომიური მუშაობის დრო 14 საათამდე გაიზრდება. Yoga Book 9i-ის წონა 1.38 კგ-ს შეადგენს, ზომა - 29.91 × 20.39 × 1.6 სმ-ს. ლეპტოპის სარეკომენდაციო ფასი 2100 აშშ დოლარიდან იწყება, იგი გაყიდვაში ივნისში გამოვა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.