Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-ს მიერ გამოშვებული ბოლო რამდენიმე დრაივერი Game Ready ორიენტირებული იყო უშუალოდ გეიმინგ წარმადობის გაუმჯობესებაზე. აქედან გაკეთდა დასკვნა, რომ კომპანიამ გადაწყვიტა კადრების რაოდენობის გაზრდა არა მხოლოდ უფრო მძლავრი აპარატურის, არამედ პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ NVIDIA-ს ახალი დრაივერი გახდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური FPS-ის თვალსაზრისით. 

image.png 

პროგრამულ უზრუნველყოფა CapFrameX-ის დეველოპერების ინფორმაციით NVIDIA გარკვეული პერიოდია მუშაობს ახალი ტიპის დრაივერზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ოპტიმიზაციის მეშვეობით საშუალებას იძლევა ვიდეო ბარათების სუფთა წარმადობა თამაშებში 10-დან 30%-მდე გაიზარდოს თაითლის გამოსვლის თარიღის შესაბამისად. საშუალო მაჩვენებელი იქნება 15% - წარმადობის სწორედ ასეთ მატებას უნდა ელოდონ გეიმერები. 

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ინფორმაცია არაოფიციალურია და საჭიროა გონივრული სკეპტიციზმით მივუდგეთ, თუმცა, როგორც ვიცით, NVIDIA პირველად არ ქმნის თანამედროე დრაივერებს: კიდევ ერთის გამოსვლა არავისთვის იქნება მოულოდნელი. 

ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, რომელი ვიდეო ბარათებისთვისაა განკუთვნილი ახალი დრაივერი, თუმცა სავარაუდოდ ესენი იქნება RTX 4000 Ada Lovelace ჩიპები ისევე, როგორც გრაფიკის ახალი ტექნოლოგია DLSS 3.0. არ არის გამორიცხული, რომ დრაივერის მხარაჭერა მიიღოს RTX 3000 Ampere-მაც, RTX 2000 ჩიპები კი დიდი ალბათობით გამორიცხულია. დრაივერის გამოსვლის თარიღი უცნობია. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.