Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კრიპტო ბირჟა Binance-მა მოახერხა კრიპტოვალუტების ბაზრის დიდ ნაწილზე კონტროლის მოპოვება და საკუთარი გავლენის მასშტაბების გაზრდა. თავად პლატფორმის ძალისხმევის პარალელურად ამ ვითარებას ხელი შეუწყო გასული წლის მოვლენებმა, მაგალითად კონკურენტ კრიპტო ბირჟა FTX-ის კრახმა. 

გასული წლის 28 დეკემბრის მონაცემებით Binance-ზე მოდიოდა Bitcoin-ის მომენტალური ტრანზაქციების 93%, გასული წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლები - 45% იყო. ინვესტიციების სფეროს ანალიტიკური ცენტრი Arcane Research ამტკიცეს, რომ Binance-ის მაჩვენებელს ამჟამად ვერც ერთი მოქმედი კრიპტო ბირჟა ვერ შეედრება. 

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Binance-ში კრიპტოვალუტის მყისიერ ტრანზაქციებზე ბაზრის წილის ზრდა ინდივიდუალური სავაჭრო წყვილებისთვის საკომისიოების გაუქმებით დაიწყო. Binance ასევე გაფართოვდა აზიის ბაზარზე Sakura Exchange-ისა და Tokocrypto-ს შეძენით. 

სხვა კრიპტო ბირჟებისგან განსხვავებით, Binance-ს მიმდინარე წელს პერსონალი არ შეუმცირებია, არამედ გაზარდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.