Magdalena Posted January 10, 2023 Posted January 10, 2023 კრიპტო ბირჟა Binance-მა მოახერხა კრიპტოვალუტების ბაზრის დიდ ნაწილზე კონტროლის მოპოვება და საკუთარი გავლენის მასშტაბების გაზრდა. თავად პლატფორმის ძალისხმევის პარალელურად ამ ვითარებას ხელი შეუწყო გასული წლის მოვლენებმა, მაგალითად კონკურენტ კრიპტო ბირჟა FTX-ის კრახმა. გასული წლის 28 დეკემბრის მონაცემებით Binance-ზე მოდიოდა Bitcoin-ის მომენტალური ტრანზაქციების 93%, გასული წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლები - 45% იყო. ინვესტიციების სფეროს ანალიტიკური ცენტრი Arcane Research ამტკიცეს, რომ Binance-ის მაჩვენებელს ამჟამად ვერც ერთი მოქმედი კრიპტო ბირჟა ვერ შეედრება. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Binance-ში კრიპტოვალუტის მყისიერ ტრანზაქციებზე ბაზრის წილის ზრდა ინდივიდუალური სავაჭრო წყვილებისთვის საკომისიოების გაუქმებით დაიწყო. Binance ასევე გაფართოვდა აზიის ბაზარზე Sakura Exchange-ისა და Tokocrypto-ს შეძენით. სხვა კრიპტო ბირჟებისგან განსხვავებით, Binance-ს მიმდინარე წელს პერსონალი არ შეუმცირებია, არამედ გაზარდა. https://tinyurl.com/35wbv9h8 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.