Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

გამოფენა CES 2023-ზე NVIDIA-მ წარადგინა GeForce RTX 4070 Ti. ვიდეო ბარათს წარმადობა-ფასის მხრივ კარგი შეფარდება აქვს, თუკი განვიხილავთ სარეკომენდაციო 799 აშშ დოლარსა და შესანიშნავ ეფექტურობას: იგი დემონსტრირებს RTX 3090-ის, 3090 Ti-სა და მეტი დონის წარმადობას 285 ვატი TGP-ის პირობებში. რიგითობით შემდეგი უნდა იყოს საშუალო დონის გრაფიკული ბარათები, სავარაუდოდ RTX 4070 და 4060. Wccftech-ის თანახმად NVIDIA უკვე ამზადებს AD104 გრაფიკული პროცესორის (GPU) ორ ახალ ვერსიას ასეთი მოდელებისთვის. 

ცნობილია, რომ ახალი GPU-ების კოდური დასახელებებია AD104-250 და AD104-251, ვერსიების ნომრები მიგვანიშნებენ უმნიშვნელო განსხვავებების არსებობაზე. Ampere სერიაში ამგვარად იყო აღნიშნული ერთი და იგივე GPU ფუნქციონალური ბლოკების რაოდენობის მხრივ განსხვავებების გარეშე, სხვაობა იყო მხოლოდ მაინინგში წარმადობის შეზღუდვების არსებობის კუთხით. ასევე ცნობილია, რომ ახალ ვიდეო ბარათებში გამოყენებული იქნება RTX 4070 Ti-ს PCB კოდური სახელწოდებით PG141, თუმცა ეს იქნება ოდნავ უფრო მარტივი ვერსია, ენერგომოხმარების დონე შემცირდება 200-250 ვატამდე.  

შესაძლოა, ახალი მოდელების მოლოდინს დიდი დრო დასჭირდეს, ვადები Wccftech-ის სპეციალისტებისთვის უცნობია, მაგრამ არსებობს ვარაუდები, რომ ახალი ვიდეო ბარათები წარმოდგენილი იქნება Computex 2023-ზე, რომელიც მაის-ივნისშია დაგეგმილი. ჭორების თანახმად GeForce RTX 4070-ს შესაძლოა ჰქონდეს 5888 CUDA ბირთვი და 12 გბ GDDR6X ვიდეო მეხსიერება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.