Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურატურის ოფისმა საჩივარი შეიტანა კრიპტოლენდინგ პლატფორმა Celsius Network-ის ყოფილ აღმასრულეელ დირექტორ Alex Mashinsky-ს წინააღმდეგ. მას რალი დასდეს ინვესტორების „მილიარდობით დოლარში“ მოტყუებაში.  

Mashinsky-მ არაერთხელ გააკეთა მცდარი და შეცდომაში შემყვანი გაცხადებები Celsius-ის უსაფრთხოების შესახებ, დაამახინჯა და დამალა პლატფორმის გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა“ - ნათქვამია სააგეტოს პრეს-რელიზში.  

პროკურატურამ კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს ზარალის ანაზღაურება და მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნება, ასევე ქვეყანაში ბიზნესის წარმოების შეწყვეტა მოსთხოვა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სარჩელი შეტანილია „ათასობით ნიუ-იორკელის სახელით“. 

„როგორც Celsius-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, Alex Mashinsky ინვესტორებს ფინანსურ თავისუფლებას დაჰპირდა, მაგრამ ფინანსური განადგურების გზაზე მიიყვანა“, - ხაზგასმით აღნიშნა ხელისუფლებამ. 

2022 წლის 13 ივნისს კრიპტო კრედიტორმა შეაჩერა თანხის გატანა, გაცვლა და გადარიცხვები ანგარიშებს შორის. ერთი თვის შემდეგ პლატფორმამ განაცხადი შეიტანა მე-11 თავის მიხედვით გაკოტრების შესახებ. 

სექტემბერში Mashinsky-მ დატოვა Celsius-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი. 

Financial Times-ის ცნობით დეკემბრის ბოლოს Celsius-ის ხარჯებმა საქმის წარმოებაზე, იურისტებსა და კონსულტანტებზე 53 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 

დეკემბერში Celsius Network-მა სასამართლოს სთხოვა კრედიტორების მოთხოვნის წარდგენის ვადის გაგრძელება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.