Magdalena Posted January 9, 2023 Posted January 9, 2023 ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურატურის ოფისმა საჩივარი შეიტანა კრიპტოლენდინგ პლატფორმა Celsius Network-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ Alex Mashinsky-ს წინააღმდეგ. მას ბრალი დასდეს ინვესტორების „მილიარდობით დოლარში“ მოტყუებაში. „Mashinsky-მ არაერთხელ გააკეთა მცდარი და შეცდომაში შემყვანი გაცხადებები Celsius-ის უსაფრთხოების შესახებ, დაამახინჯა და დამალა პლატფორმის გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა“ - ნათქვამია სააგეტოს პრეს-რელიზში. პროკურატურამ კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს ზარალის ანაზღაურება და მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნება, ასევე ქვეყანაში ბიზნესის წარმოების შეწყვეტა მოსთხოვა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სარჩელი შეტანილია „ათასობით ნიუ-იორკელის სახელით“. „როგორც Celsius-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, Alex Mashinsky ინვესტორებს ფინანსურ თავისუფლებას დაჰპირდა, მაგრამ ფინანსური განადგურების გზაზე მიიყვანა“, - ხაზგასმით აღნიშნა ხელისუფლებამ. 2022 წლის 13 ივნისს კრიპტო კრედიტორმა შეაჩერა თანხის გატანა, გაცვლა და გადარიცხვები ანგარიშებს შორის. ერთი თვის შემდეგ პლატფორმამ განაცხადი შეიტანა მე-11 თავის მიხედვით გაკოტრების შესახებ. სექტემბერში Mashinsky-მ დატოვა Celsius-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი. Financial Times-ის ცნობით დეკემბრის ბოლოს Celsius-ის ხარჯებმა საქმის წარმოებაზე, იურისტებსა და კონსულტანტებზე 53 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. დეკემბერში Celsius Network-მა სასამართლოს სთხოვა კრედიტორების მოთხოვნის წარდგენის ვადის გაგრძელება. https://tinyurl.com/3rjwbam2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.