Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Dell-მა ოფიციალურად წარადგინა მსოფლიოში პირველი გეიმინგ მონიტორი 500 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მხარდაჭერით. 24.5-დუიმიან მოდელ Alienware AW2524H-ს საფუძვლად უდევს Fast IPS მატრიცა გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Dell 

მონიტორის პიქსელების რეაგირების დროა 0.5 მილიწამი (GtG), სიკაშკაშე - 400 კდ/2, კონტრასტულობა - 1000:1, მხარდაჭერილია 99%-იანი sRGB ფერთა გამა. მონიტორს აქვს HDR მხარდაჭერა და სერტიფიცირებულია VESA DisplayHDR 400 სტანდარტის შესაბამისად. 

image.jpeg 

image.jpeg 

Alienware AW2524H-ის საბაზისო კადრის განახლების სიხშირე DisplayPort-ის მეშვეობით 480 ჰერცს შეადგენს. თუმცა რეჟიმ Overdrive-ში შესაძლებელია 500 ჰერცამდე აჩქარება. HDMI ინტერფეისის მეშვეობით მონიტორზე მხარდაჭერილია გამოსახულების გამოტანა 240 ჰერცამდე სიხშირით. მოწყობილობას ასევე გააჩნია გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგია NVIDIA G-Sync-ისა და TUV ComfortView Plus-ის მხარდაჭერა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მონიტორი იცავს მომხმარებლის თვალებს მავნე ლურჯი გამოსხივებისგან.  

image.jpeg 

image.jpeg 

Alienware AW2524H მოდელზე ხელმისაწვდომია ორი HDMI 2.1, ერთი DisplayPort 1.4, სამი USB 3.2 Gen1 სიჩქარით 5 გბ/წმ (ერთ-ერთ მათგანს აქვს NVIDIA Reflex Latency Analyzer-ის მხარდაჭერა), ორი USB 3.2 Gen1, ერთი კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და ერთი ხაზობრივი შემავალი პორტი. მონიტორს აქვს რეგულირებადი სამზონიანი განათება AlienFX Lighting, ყურსასმენის საკიდი და ერგონომიური სადგამი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ეკრანის სიმაღლის რეგულირება მაგიდიდან 110 მმ-მდე, აგრეთვე ეკრანის მოტრიალება და დახრა. 

image.jpeg 

მონიტორის ღირებულება კომპანიას არ გამოუცხადებია, თუმცა პირობა დადო, რომ Alienware AW2524H-ს მიმდინარე წლის პირველი კვარტლის განმავლობაში გამოუშვებს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.