Magdalena Posted January 6, 2023 Posted January 6, 2023 კომპანია Dell-მა ოფიციალურად წარადგინა მსოფლიოში პირველი გეიმინგ მონიტორი 500 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მხარდაჭერით. 24.5-დუიმიან მოდელ Alienware AW2524H-ს საფუძვლად უდევს Fast IPS მატრიცა გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი. ფოტოს წყარო: Dell მონიტორის პიქსელების რეაგირების დროა 0.5 მილიწამი (GtG), სიკაშკაშე - 400 კდ/მ2, კონტრასტულობა - 1000:1, მხარდაჭერილია 99%-იანი sRGB ფერთა გამა. მონიტორს აქვს HDR მხარდაჭერა და სერტიფიცირებულია VESA DisplayHDR 400 სტანდარტის შესაბამისად. Alienware AW2524H-ის საბაზისო კადრის განახლების სიხშირე DisplayPort-ის მეშვეობით 480 ჰერცს შეადგენს. თუმცა რეჟიმ Overdrive-ში შესაძლებელია 500 ჰერცამდე აჩქარება. HDMI ინტერფეისის მეშვეობით მონიტორზე მხარდაჭერილია გამოსახულების გამოტანა 240 ჰერცამდე სიხშირით. მოწყობილობას ასევე გააჩნია გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგია NVIDIA G-Sync-ისა და TUV ComfortView Plus-ის მხარდაჭერა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მონიტორი იცავს მომხმარებლის თვალებს მავნე ლურჯი გამოსხივებისგან. Alienware AW2524H მოდელზე ხელმისაწვდომია ორი HDMI 2.1, ერთი DisplayPort 1.4, სამი USB 3.2 Gen1 სიჩქარით 5 გბ/წმ (ერთ-ერთ მათგანს აქვს NVIDIA Reflex Latency Analyzer-ის მხარდაჭერა), ორი USB 3.2 Gen1, ერთი კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და ერთი ხაზობრივი შემავალი პორტი. მონიტორს აქვს რეგულირებადი სამზონიანი განათება AlienFX Lighting, ყურსასმენის საკიდი და ერგონომიური სადგამი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ეკრანის სიმაღლის რეგულირება მაგიდიდან 110 მმ-მდე, აგრეთვე ეკრანის მოტრიალება და დახრა. მონიტორის ღირებულება კომპანიას არ გამოუცხადებია, თუმცა პირობა დადო, რომ Alienware AW2524H-ს მიმდინარე წლის პირველი კვარტლის განმავლობაში გამოუშვებს. https://tinyurl.com/yr497p3k Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.