Jump to content

Recommended Posts

Posted

არაოფიციალური ხმები Intel-ის მიერ პროცესორების აქტუალურ სერიაზე ფასების გაზრდის შესახებ გასული წლის ზაფხულიდან ვრცელდებოდა და რეგულარულად მტკიცდებოდა კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლების მინიშნებებით. ამჟამად კი Tom’s Hardware Guide-ის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ცვლილებების ოფიციალური დადასტურება Intel-ის ვებ-გვერდზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

კომპანიამ დიდი ხანია გამოაქვეყნა ფასების ჩამონათვალი ღია წვდომით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, თუმცა მონაცემთა ბაზაში პროცესორების ყველა მოდელზე მახასიათებლებთან ერთად კომპანია იძლებულია მიუთითოს ოფიციალური საფასო დიაპაზონი. დესკტოპ Alder Lake პროცესორების შემთხვევაში ფასი გაიზარდა 12-დან 59 აშშ დოლარამდე, მოდელის შესაბამისად. წინა მაჩვენებელთან შედარებით ფასის მატებამ ზუსტად 10% შეადგინა. ფაქტობრივად, Alder Lake პროცესორები ამჟამად 10%-ით ძვირია უფრო ახალ Raptor Lake-თან შედარებით. სავარაუდოდ, ასეთი არასამართლიანი ფასები გასწორდება ბოლო თაობის პროცესორებზე ფასების მატებით. კომპანია დიდ ხარჯებს განიცდის საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების დაჩქარებისთვის. ინფლაციის პირობებში ფასების აწევა იძულებითი და გარდაუვალი მოვლენაა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.