Jump to content

Recommended Posts

Posted

სინთეტიკურ ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა ინფორმაცია უცნობი კომპანიის წარმოების უცნობ ლეპტოპ X370SNx-ზე. მას გააჩნია 24-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i9-13900HX და ფლაგმანური მობილური ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

შედეგად ცნობილი გახდა სამომავლო მობილური გრაფიკული ამაჩქარებლის ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც ძალიან ჰგავს დესკტოპ GeForce RTX 4080 მოდელის მახასიათებლებს. მაგალითად, ორივე ბარათში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი AD103 - 76 ნაკადური მულტიპროცესორით, რომელთა შემადგენლობაში 9728 CUDA ბირთვია. მობილურ GeForce RTX 4090-ს ისევე, როგორც დესკტოპ ვერსიის GeForce RTX 4080-ს, 16 გბ ვიდეომეხსიერება აქვს, თუმცა დესკტოპ ბარათისგან განსხვავებით მობილურ ამაჩქარებელში გამოყენებულია GDDR6 სტანდარტის მეხსიერება და არა უფრო სწრაფი GDDR6X. 

image.png 

ფოტოს წყარო: Geekbench 

მობილური GeForce RTX 4090-ის გრაფიკული პროცესორი მუშაობს 2040 მჰც-მდე სიხშირეზე. ეს მახასიათებლები ვიდეო ბარათს საშუალებას აძლევს ერთჯერადი სიზუსტის ოპერაციებში დააფიქსიროს 38.9 Tflops წარმადობა.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

OpenCL გრაფიკულ ტესტში მობილური GeForce RTX 4090 სიჩქარით აღემატება დესკტოპ GeForce RTX 3090-ს. იგი ასევე 54%-ით უფრო სწრაფია ფლაგმანურ მობილურ GeForce RTX 3080 Ti-სთან შედარებით. თუმცა დესკტოპ GeForce RTX 4090-ს მობილური ვერსია 40%-ით ჩამორჩება.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

GeForce RTX 4070 Ti დესკტოპ მოდელისა და GeForce RTX 40 სერიის მობილური ამაჩქარებლების წარდგენა უახლოეს დღეებში შედგება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.