Magdalena Posted January 3, 2023 Posted January 3, 2023 სინთეტიკურ ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა ინფორმაცია უცნობი კომპანიის წარმოების უცნობ ლეპტოპ X370SNx-ზე. მას გააჩნია 24-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i9-13900HX და ფლაგმანური მობილური ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090. ფოტოს წყარო: VideoCardz შედეგად ცნობილი გახდა სამომავლო მობილური გრაფიკული ამაჩქარებლის ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც ძალიან ჰგავს დესკტოპ GeForce RTX 4080 მოდელის მახასიათებლებს. მაგალითად, ორივე ბარათში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი AD103 - 76 ნაკადური მულტიპროცესორით, რომელთა შემადგენლობაში 9728 CUDA ბირთვია. მობილურ GeForce RTX 4090-ს ისევე, როგორც დესკტოპ ვერსიის GeForce RTX 4080-ს, 16 გბ ვიდეომეხსიერება აქვს, თუმცა დესკტოპ ბარათისგან განსხვავებით მობილურ ამაჩქარებელში გამოყენებულია GDDR6 სტანდარტის მეხსიერება და არა უფრო სწრაფი GDDR6X. ფოტოს წყარო: Geekbench მობილური GeForce RTX 4090-ის გრაფიკული პროცესორი მუშაობს 2040 მჰც-მდე სიხშირეზე. ეს მახასიათებლები ვიდეო ბარათს საშუალებას აძლევს ერთჯერადი სიზუსტის ოპერაციებში დააფიქსიროს 38.9 Tflops წარმადობა. ფოტოს წყარო: VideoCardz OpenCL გრაფიკულ ტესტში მობილური GeForce RTX 4090 სიჩქარით აღემატება დესკტოპ GeForce RTX 3090-ს. იგი ასევე 54%-ით უფრო სწრაფია ფლაგმანურ მობილურ GeForce RTX 3080 Ti-სთან შედარებით. თუმცა დესკტოპ GeForce RTX 4090-ს მობილური ვერსია 40%-ით ჩამორჩება. ფოტოს წყარო: VideoCardz GeForce RTX 4070 Ti დესკტოპ მოდელისა და GeForce RTX 40 სერიის მობილური ამაჩქარებლების წარდგენა უახლოეს დღეებში შედგება. https://tinyurl.com/yc6pauct Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.