Jump to content

Recommended Posts

Posted

Gigabyte გამოუშვებს GeForce RTX 4070 Ti გრაფიკული ბარათის ხუთ ვერსიას. ახალი ბარათები გამოვა ტაივანური კომპანიის Aero, Eagle, Gaming და Aorus სერიებში. ამ ვერსიების ამაჩქარებლის ფოტოები გააზიარა პორტალმა VideoCardz. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Aorus სერიის ფარგლებში კომპანია გამოუშვებს GeForce RTX 4070 Ti-ს ორ ვერსიას - Master და Elite. ორივე მათგანს აქვს გაგრილების მასიური სამსლოტიანი სისტემა და იდენტური დიზაიანი. თუმცა Master მოდელს გააჩნია გრაფიკული პროცესორის შედარებით მაღალი ქარხნული აჩქარება, ასევე ინტეგრირებული თხევადკრისტალური დისპლეი, რომელზეც აისახება ინფორმაცია ვიდეო ბარათის მდგომარეობის შესახებ და სხვადასხვა ანიმირებული გამოსახულება.  

image.jpeg 

image.jpeg 

GeForce RTX 4070 Ti დამყარებულია 7680 CUDA ბირთვის მქონე გრაფიკულ პროცესორ AD104-ზე. თავდაპირველად ვიდეო ბარათი უნდა გამოსულიყო სახელწოდებით GeForce RTX 4080 12 გბ. თუმცა NVIDIA-მ უარი თქვა ამ გადაწყვეტილებაზე და სახელი შეუცვალა ბარათს, ამავე დროს შეამცირა მისი კლასი.  

image.jpeg 

Gigabyte-ის წარმოების GeForce RTX 4070 Ti-ს ყველა ვერსიას აქვს სამქულერიანი გაგრილების სისტემა. ყველა მოდელში კომპანიამ კოსმეტიკური ცვლილებები შეიტანა გაგრილების სისტემის გარსაცმში, ასევე უარი თქვა Vision სერიაზე და იგი Aero სერიით ჩაანაცვლა. 

image.jpeg 

image.jpeg 

რაოფიციალური ცნობებით GeForce RTX 4070 Ti-ს სარეკომენდაციო ფასი 799 აშშ დოლარი იქნება, თუმცა ასეთი ფასი Gigabyte-ის ვიდეო ბარათების შემთხვევაში შეიძლება სამართლიანი იყოს მხოლოდ Eagle მოდელებთან მიმართებაში, რომელთაც ქარხნული აჩქარება არ აქვთ. დანარჩენ ვარიანტებს მწარმოებელი კომპანია, სავარაუდოდ, უფრო ძვირად შეაფასებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.