Magdalena Posted December 24, 2022 Posted December 24, 2022 კომპანია ASUS-ის ოვერქლოქერმა Jon Sandström-მა დაამყარა ცენტრალური პროცესორის სიხშირის ახალი აბსოლუტური რეკორდი. ენთუზიასტმა შეძლო ფლაგმანური პროცესორი Intel Core i9-13900K აემუშავებინა 9008.82 მჰც სიხშირეზე. ფოტოს წყარო: HWBOT საინტერესოა, რომ ორი თვით ადრე იმავე ენთუზიასტმა იგივე პროცესორი 8812.15 მჰც-მდე ააჩქარა, რითაც დაამყარა CPU-ის რვაწლიანი აბსოლუტური სიხშირის რეკორდი, რომელიც დამყარებული იყო 2014 წელს გამოსული AMD FX 8370 პროცესორით. ახალი ექსპერიმენტისთვის გამოყენებული იყო ფლაგმანური დედა დაფა ASUS Z790 ROG Apex გაძლიერებული VRM კვების ქვესისტემით, აგრეთვე ბევრი თხევადი აზოტი. მისი წყალობით ჩიპის სამუშაო ტემპერატურა -250.2 °C-მდე შემცირდა. ფოტოს წყარო: HWBOT Core i9-13900K-ს აჩქარება მოხდა რვიდან მხოლოდ ერთ P-ბირთვზე. ჩიპის დანარჩენი დიდი და მცირე ბირთვები გათიშული იყო. ზემოთ მოცემულ ვიდეოში დეტალურად ჩანს, როგორც ჩატარდა აჩქარების ექსპერიმენტი: https://tinyurl.com/5n72eav4 ASUS-ის თანახმად მათი Z790 ROG Apex დედა ბარათით ამ დროისთვის 14 სხვადასხვა მსოფლიო რეკორდია დამყარებული. https://tinyurl.com/4w5bvarv 1
სოსო Posted January 26, 2023 Posted January 26, 2023 ძალიან დიდი ხნის წინ ასეთი თემა ერთ საათში 100 გვერდამდე ივსებოდა ხოლმე დარწმუნებული ვიყავი 9gHz არასდროს დაიდებოდა და ა ბატონო თურმე როგორ არა :)
მათე Posted January 26, 2023 Posted January 26, 2023 საინტერესოა 10 ghz-ს როდის მივაღწევთ. ადრე სიხშირის აწევად რომ ითვლებოდა იმ სიხშირეებს დიდი ხანია stock პროცესორებმა გადააბიჯეს. intel-ს 6 ghz-იანი single core turbo "stock" პროცესორი აქვს
George Posted January 27, 2023 Posted January 27, 2023 იდეაში 7 ნანომეტრზე შეიძლება 10GHZ დადოს, ოღონდ პირველ 14 სერიაზე მეეჭვება, შეიძლება პირიქით დაეცეს რაზგონის პოტენციალი დროებით, თუმცა 10 ნანოზეც მაგას იძახოდენ სანამ გამოვიდოდა და მაინც ხოშიანათ რაზგონდება 14 ნანომეტრიანთან შეფარდებაში ეგ ახლებიც
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now