Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS-ის ოვერქლოქერმა Jon Sandström-მა დაამყარა ცენტრალური პროცესორის სიხშირის ახალი აბსოლუტური რეკორდი. ენთუზიასტმა შეძლო ფლაგმანური პროცესორი Intel Core i9-13900K აემუშავებინა 9008.82 მჰც სიხშირეზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: HWBOT 

საინტერესოა, რომ ორი თვით ადრე იმავე ენთუზიასტმა იგივე პროცესორი 8812.15 მჰც-მდე ააჩქარა, რითაც დაამყარა CPU-ის რვაწლიანი აბსოლუტური სიხშირის რეკორდი, რომელიც დამყარებული იყო 2014 წელს გამოსული AMD FX 8370 პროცესორით. 

ხალი ექსპერიმენტისთვის გამოყენებული იყო ფლაგმანური დედა დაფა ASUS Z790 ROG Apex გაძლიერებული VRM კვების ქვესისტემით, აგრეთვე ბევრი თხევადი აზოტი. მისი წყალობით ჩიპის სამუშაო ტემპერატურა -250.2 °C-მდე შემცირდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: HWBOT 

Core i9-13900K-ს აჩქარება მოხდა რვიდან მხოლოდ ერთ P-ბირთვზე. ჩიპის დანარჩენი დიდი და მცირე ბირთვები გათიშული იყო. ზემოთ მოცემულ ვიდეოში დეტალურად ჩანს, როგორც ჩატარდა აჩქარების ექსპერიმენტი: 

ASUS-ის თანახმად მათი Z790 ROG Apex დედა ბარათით ამ დროისთვის 14 სხვადასხვა მსოფლიო რეკორდია დამყარებული. 

  • Like 1
  • 1 month later...
Posted

:) 

ძალიან დიდი ხნის წინ ასეთი თემა ერთ საათში 100 გვერდამდე ივსებოდა ხოლმე

დარწმუნებული ვიყავი 9gHz არასდროს დაიდებოდა და ა ბატონო

თურმე როგორ არა :)

Posted

საინტერესოა 10 ghz-ს როდის მივაღწევთ.

ადრე სიხშირის აწევად რომ ითვლებოდა იმ სიხშირეებს დიდი ხანია stock პროცესორებმა გადააბიჯეს. intel-ს 6 ghz-იანი single core turbo "stock" პროცესორი აქვს :D

Posted

იდეაში 7 ნანომეტრზე შეიძლება 10GHZ დადოს, ოღონდ პირველ 14 სერიაზე მეეჭვება, შეიძლება პირიქით დაეცეს რაზგონის პოტენციალი დროებით, თუმცა 10 ნანოზეც მაგას იძახოდენ სანამ გამოვიდოდა და მაინც ხოშიანათ რაზგონდება 14 ნანომეტრიანთან შეფარდებაში ეგ ახლებიც

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.