Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

უმსხვილესმა ამერიკულმა კრიპტო პლატფორმა Coinbase-მა და ბირჟა Binance-მა მნიშვნელოვნად გააძლიერეს პოზიციები სემ ბენკმენ-ფრიდის ბიზნეს-იმპერიის დაშლის შემდეგ. 

ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს იმ ბირჟების წილობრივ დინამიკას, რომლებზეც მხარდაჭერილია ფიატური ვალუტით ვაჭრობა: 

image.png 

წყარო: CryptoCompare, The Block. 

Coinbase-ის მაჩვენებელი სექტემბრის შემდეგ თითქმის გაორმაგდა - 22.8%-დან 40%-მდე. 

იმ ბირჟებს შორის, რომლებზეც მხარდაჭერილია მხოლოდ კრიპტოაქტივებით ვაჭრობა, Binance-ის წილი ანალოგიურ პერიოდში 82.7%-დან 87%-მდე გაიზარდა. 

Bottom of Form 

image.png 

წყარო: CryptoCompare, The Block. 

OKX-ის მაჩვენებელი 8.88%-დან 6%-მდე შემცირდა. Huobi-ს, Gate.io-სა და Kucoin-ის წილები 5%-ზე ნაკლებია. 

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს Binance-დან Stablecoin-ების დღიურმა გადინებამ 3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. 

მანამდე ცოტა ხნით ადრე ბირჟამ შეაჩერა რამდენიმე აქტივის გატანის შესაძლებლობა და შეზღუდა ზოგიერთი მომხმარებლის ანგარიშები „გარკვეულ სავაჭრო წყვილებში ფასების ანომალური მოძრაობის გამო“. 

მანამდე Coinbase-ის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა გამორიცხა FTX-ის დაშლის გავლენა ამერიკულ სავაჭრო პლატფორმაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისი, რომელიც შეემთხვა სემ ბენკმენ-ფრიდის ბიზნეს-იმპერიას, იყო „სარისკო ბიზნეს პრაქტიკისა“ და „მომხმარებლების ფულის მითვისების“ შედეგი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.