Magdalena Posted December 23, 2022 Posted December 23, 2022 უმსხვილესმა ამერიკულმა კრიპტო პლატფორმა Coinbase-მა და ბირჟა Binance-მა მნიშვნელოვნად გააძლიერეს პოზიციები სემ ბენკმენ-ფრიდის ბიზნეს-იმპერიის დაშლის შემდეგ. ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს იმ ბირჟების წილობრივ დინამიკას, რომლებზეც მხარდაჭერილია ფიატური ვალუტით ვაჭრობა: წყარო: CryptoCompare, The Block. Coinbase-ის მაჩვენებელი სექტემბრის შემდეგ თითქმის გაორმაგდა - 22.8%-დან 40%-მდე. იმ ბირჟებს შორის, რომლებზეც მხარდაჭერილია მხოლოდ კრიპტოაქტივებით ვაჭრობა, Binance-ის წილი ანალოგიურ პერიოდში 82.7%-დან 87%-მდე გაიზარდა. Bottom of Form წყარო: CryptoCompare, The Block. OKX-ის მაჩვენებელი 8.88%-დან 6%-მდე შემცირდა. Huobi-ს, Gate.io-სა და Kucoin-ის წილები 5%-ზე ნაკლებია. შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს Binance-დან Stablecoin-ების დღიურმა გადინებამ 3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. მანამდე ცოტა ხნით ადრე ბირჟამ შეაჩერა რამდენიმე აქტივის გატანის შესაძლებლობა და შეზღუდა ზოგიერთი მომხმარებლის ანგარიშები „გარკვეულ სავაჭრო წყვილებში ფასების ანომალური მოძრაობის გამო“. მანამდე Coinbase-ის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა გამორიცხა FTX-ის დაშლის გავლენა ამერიკულ სავაჭრო პლატფორმაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისი, რომელიც შეემთხვა სემ ბენკმენ-ფრიდის ბიზნეს-იმპერიას, იყო „სარისკო ბიზნეს პრაქტიკისა“ და „მომხმარებლების ფულის მითვისების“ შედეგი. https://tinyurl.com/52s5wcdh Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.