Jump to content

Recommended Posts

Posted

YouTube-არხ Moore's Law is Dead-მა გამოაქვეყნა სავარაუდო Nvidia Titan ვიდეო ბარათის ფოტო, რომელიც დამყარებული უნდა იყოს Ada არქიტექტურის გრაფიკულ პროცესორ AD102-ზე. წლის დასაწყისში ითქვა, რომ კომპანია მუშაობდა ახალი თაობის Titan-ზე AD102-450 GPU-ით. საუბარი ეხებოდა თავბრუდამხვევ მახასიათებლებსა და შთამბეჭდავ დიზაინზე. ამჟამად გამოჩნდა მზა ვიდეო ბარათის რეალური ფოტოები. 

image.png 

ინსაიდერი Kopite7kimi ადრე ამტკიცებდა, რომ AD102-450-A1 GPU-ზე დამყარებულ ამ ბარათს ექნებოდა 142 ნაკადური მულტიპროცესორი 18176 CUDA ბირთვით, ასევე 48 გბ GDDR6X მეხსიერება და 384-ბიტიანი მეხსიერების სალტე. ვიდეო ბარათს უნდა ჰქონდეს 100 TFLOP-ზე მეტი წარმადობა ნომინალურ სიხშირეებზე.  

სავარაუდოდ გამოყენებულია GDDR6X მეხსიერების მაღალი დონის ჩიპები 24 გბ/წმ სიჩქარით, რომელთა გამშვები სიჩქარე 1.152 ტბ/წმ-ს აღწევს. ეს მაჩვენებელი 14%-ით აღემატება RTX 4090 ბარათის შესაძლებლობას, რომელშიც წარმოდგენილია მეხსიერება 21 გბ/წმ სიჩქარით. ბარათის TDPი-ის დონე 900 ვატია, რაც ორჯერ აღემატება RTX 3090 Ti მოდელისას. სატესტო ბარათს აქვს ორი 16-პინიანი 12VHPWR კონექტორი. 

image.png 

ფოტოდან ჩანს RTX 40 სერიის Founders Edition-ის სტილის დიზაინი, თუმცა ორი 16-პინიანი კონექტორით. ბარათს ჩვეული სტილის ვერცხლისფერ-ნაცრისფერი შეფერილობები აქვს, თუმცა ჩანს ოქროსფერი აქცენტები Titan-ის ლოგოს გრავირებით. ბარათს აქვს გამჭოლი დიზაინი ორი ქულერით. 

სავსებით მოსალოდნელი იყო ამ დონის ვიდეო ბარათზე ორი 16-პინიანი კონექტორის ნახვა. ზოგიერთ RTX 4090 მოდელს უკვე აქვს ორივე მათგანი, მაგალითად GALAX HOF RTX 4090-ს. 

image.jpeg 

მჟამად მიიჩნევა, რომ NVIDIA-ს გაუქმებული აქვს Titan ვიდეო ბარათები. არ არის გამორიცხული, რომ განხილული მოდელი წარდგენილი იქნება, როგორც RTX 4090 Ti, წერს WCCFTech. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.