Magdalena Posted December 23, 2022 Posted December 23, 2022 YouTube-არხ Moore's Law is Dead-მა გამოაქვეყნა სავარაუდო Nvidia Titan ვიდეო ბარათის ფოტო, რომელიც დამყარებული უნდა იყოს Ada არქიტექტურის გრაფიკულ პროცესორ AD102-ზე. წლის დასაწყისში ითქვა, რომ კომპანია მუშაობდა ახალი თაობის Titan-ზე AD102-450 GPU-ით. საუბარი ეხებოდა თავბრუდამხვევ მახასიათებლებსა და შთამბეჭდავ დიზაინზე. ამჟამად გამოჩნდა მზა ვიდეო ბარათის რეალური ფოტოები. ინსაიდერი Kopite7kimi ადრე ამტკიცებდა, რომ AD102-450-A1 GPU-ზე დამყარებულ ამ ბარათს ექნებოდა 142 ნაკადური მულტიპროცესორი 18176 CUDA ბირთვით, ასევე 48 გბ GDDR6X მეხსიერება და 384-ბიტიანი მეხსიერების სალტე. ვიდეო ბარათს უნდა ჰქონდეს 100 TFLOP-ზე მეტი წარმადობა ნომინალურ სიხშირეებზე. სავარაუდოდ გამოყენებულია GDDR6X მეხსიერების მაღალი დონის ჩიპები 24 გბ/წმ სიჩქარით, რომელთა გამშვები სიჩქარე 1.152 ტბ/წმ-ს აღწევს. ეს მაჩვენებელი 14%-ით აღემატება RTX 4090 ბარათის შესაძლებლობას, რომელშიც წარმოდგენილია მეხსიერება 21 გბ/წმ სიჩქარით. ბარათის TDPი-ის დონე 900 ვატია, რაც ორჯერ აღემატება RTX 3090 Ti მოდელისას. სატესტო ბარათს აქვს ორი 16-პინიანი 12VHPWR კონექტორი. ფოტოდან ჩანს RTX 40 სერიის Founders Edition-ის სტილის დიზაინი, თუმცა ორი 16-პინიანი კონექტორით. ბარათს ჩვეული სტილის ვერცხლისფერ-ნაცრისფერი შეფერილობები აქვს, თუმცა ჩანს ოქროსფერი აქცენტები Titan-ის ლოგოს გრავირებით. ბარათს აქვს გამჭოლი დიზაინი ორი ქულერით. სავსებით მოსალოდნელი იყო ამ დონის ვიდეო ბარათზე ორი 16-პინიანი კონექტორის ნახვა. ზოგიერთ RTX 4090 მოდელს უკვე აქვს ორივე მათგანი, მაგალითად GALAX HOF RTX 4090-ს. ამჟამად მიიჩნევა, რომ NVIDIA-ს გაუქმებული აქვს Titan ვიდეო ბარათები. არ არის გამორიცხული, რომ განხილული მოდელი წარდგენილი იქნება, როგორც RTX 4090 Ti, წერს WCCFTech. https://tinyurl.com/4vunsdz7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.