Jump to content

Recommended Posts

Posted

წლის დასაწყისი ახალი პროდუქტების ანონსით ტრადიციულად ნაყოფიერია გამოფენა CES-ის წყალობით. კომპიუტერული კომპონენტების სამმა მთავარმა მწარმოებელმა, AMD-მ, Intel-მა და NVIDIA-მ დაადასტურეს, რომ მონაწილეობას მიღებენ მომავალ CES 2023 ელექტრონიკის გამოფენაზე ამა თუ იმ ფორმატში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

NVIDIA-მ მოამზადა "სპეციალური შეტყობინება" CES 2023-ისთვის. კომპანია არ აპირებს პირდაპირი ტრანსლაციის ორგანიზებას ან გამოფენაში უშუალო მონაწილეობის მიღებას. ამის ნაცვლად მწარმოებელი გამოაქვეყნებს წინასწარ ჩაწერილ ვიდეო შეტყობინებას სოციალურ ქსელებში. CES 2022-ზე NVIDIA-ს ხელმძღვანელი Jensen Huang არ გამოცხადდა. NVIDIA არ ამბობს, ვინ გააკეთებს "სპეციალურ შეტყობინებას" მომავალ CES-ზე, მაგრამ დიდი ალბათობით ჰუანგი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. 

image.png 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

NVIDIA სავარაუდოდ გამოუშვებს ორ პროდუქტს, GeForce RTX 40 სერიის მობილურ გრაფიკული ბარათებს მძლავრი გეიმინგ ლეპტოპებისთვის და GeForce RTX 4070 Ti დესკტოპ გრაფიკულ ამაჩქარებელს. გავრცელებული ინფორმაციით GeForce RTX 4070 Ti-ს გაყიდვები 5 იანვარს, ანუ ანონსიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ დაიწყება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

AMD-ის პრეზენტაციას CES 2023-ზე ჩაატარებს აღმასრულებელი დირექტორი Lisa Su. კომპანია  სავარაუდოდ დააანონსებს საბაზისო დონის Ryzen 7000 სერიის დესკტოპ პროცესორებს, Ryzen 7000 მობილურ პროცესორებსა და შესაძლოა RDNA 3 არქიტექტურის მქონე მობილურ გრაფიკულ ბარათებს. NVIDIA-ს გამოსვლისგან განსხვავებით AMD აპირებს მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ CES 2023-ში და თავის ღონისძიებას ასევე გადასცემს პირდაპირ ეთერში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Intel-მა არ დაადასტურა ელექტრონიკის მომავალ გამოფენაზე პრეს-კონფერენციის ან პირდაპირი ტრანსლაციის გამართვის გეგმა. თუმცა კომპანია ახალ პროდუქტებს წარადგენს დახურულ ღონისძიებაზე. 

Intel-ის მოსალოდნელ ანონსებში შედის საბაზისო დონის Raptor Lake დესკტოპ პროცესორები, მე-13 თაობის Core მობილური პროცესორების HX, HK და H სერიები. გარდა ამისა, კომპანიამ უნდა განაცხადოს ფლაგმანურ დესკტოპ პროცესორ Core i9-13900KS-ის ფასისა და გამოსვლის თარიღის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი იქნება 6 გჰც-მდე ავტომატური აჩქარების შესაძლებლობით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.