Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია SpaceX-მა ახალი მიღწევის შესახებ განაცხადა - Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტ სერვისის აქტიურ აბონენტთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში კომპანიის განცხადებით მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იყო. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Starlink 

Quilty-ის თანამგზავრული და კოსმოსური სექტორის უფროს ანალიტიკოს Caleb Henry-ს აზრით ასეთი ტემპებით Starlink-ს სულ რამდენიმე თვე დასჭირდება, რათა გადაუსწროს ბაზრის ლიდერ Hughes-ს, რომელსაც დაახლოებით 1 მლნ 200 ათასი მომხმარებელი ჰყავს, და გახდეს მსოფლიოში თანამგზავრული ინტერნეტის უმსხვილესი პროვაიდერი. 

მიმდინარე წლის სექტემბერში SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის მიერ Starlink-თან დასაკავშირებლად გამოშვებული სამომხმარებლო ტერმინალების რაოდენობამ სერვისის ამოქმედებიდან ორი წლის შემდეგ გადააჭარბა 1 მილიონ ერთეულს. მომხმარებელთა ბაზის ზრდასთან ერთად თანამგზავრულ ქსელში ინტერნეტის წვდომის სიჩქარე შემცირდა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება მეტი თანამგზავრის გაშვების შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ SpaceX თანამგზავრებს ორბიტაზე დაჩქარებული ტემპით გაუშვებს. გასულ კვირას მასკმა მიულოცა SpaceX-ის გუნდს მიღწეული რეკორდი - სამი ორბიტალური გაშვება 36 საათში, რომლის დროსაც 110 თანამგზავრი გაუშვეს ორბიტაზე, მათ შორის Starlink-ის 108 კოსმოსური აპარატი. 

მიმდინარე თვეში SpaceX-მა მიმართა აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას (FCC) მეორე თაობის Starlink-ის თანამგზავრების ფიჭური საკომუნიკაციო აღჭურვილობით აღჭურვის შესახებ. მანამდე, FCC-მ SpaceX-ს ნებართვა მისცა გაეშვა 7500-მდე შემდეგი თაობის Starlink v2.0 თანამგზავრი თანამგზავრული ინტერნეტ სერვისისთვის. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.