Magdalena Posted December 20, 2022 Posted December 20, 2022 კომპანია Galax-მა წარადგინა ოთხქულერიანი ვიდეო ბარათები RTX 4090 და RTX 4080 Serious Gaming თეთრ ფერში - ადრე კომპანიამ უკვე დააანონსა იგივე, შავი ფერის მოდელები. გაგრილების შთამბეჭდავი სისტემისა და მასიური რადიატორის წყალობით ორივე ბარათი იკავებს გაფართოების ოთხ სლოტს, მათი სიგრძე 353 მმ-ს შეადგენს. ვიდეო ბარათების დამატებით განსაკუთრებულ მახასიათებლებში აღინიშნება BIOS-ის ორი ვერსია - „უხმაურო“ და „მაღალი წარმადობა“, თუმცა მათ შორის განსხვავება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ზოგიერთი სხვა კომპანიის პროდუქციის შემთხვევაში. როგორც კომპანია მიუთითებს, ვიდეო ბარათების ქვედა ნაწილში განთავსებული ოთხი ქულერი ოფციონალურია - მომხმარებელს შეუძლია ისინი არ დააყენოს. ბარათების მიწოდების ნაკრებში შედის 12+4-პინიან კონექტორზე გადამყვანი და თეთრი კრონშტეინი მოწყობილობის დამაგრებისთვის - RTX 4090-სა და RTX 4080-ს სოლიდური წონა აქვს, ამიტომ დროთა განმავლობაში შესაძლოა მასამ გამოიწვიოს დედა დაფის დეფორმაცია ან PCI-Express სლოტის დაზიანება, თუ დატვირთვის ნაწილი არ მოიხსნება. დამატებით ქულერსა და სადგამს აქვს წითელი ARGB განათება. https://tinyurl.com/48metzyv
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now