Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კომპანია Galax-მა წარადგინა ოთხქულერიანი ვიდეო ბარათები RTX 4090 და RTX 4080 Serious Gaming თეთრ ფერში - ადრე კომპანიამ უკვე დააანონსა იგივე, შავი ფერის მოდელები. გაგრილების შთამბეჭდავი სისტემისა და მასიური რადიატორის წყალობით ორივე ბარათი იკავებს გაფართოების ოთხ სლოტს, მათი სიგრძე 353 მმ-ს შეადგენს. ვიდეო ბარათების დამატებით განსაკუთრებულ მახასიათებლებში აღინიშნება BIOS-ის ორი ვერსია - „უხმაურო“ და „მაღალი წარმადობა“, თუმცა მათ შორის განსხვავება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ზოგიერთი სხვა კომპანიის პროდუქცის შემთხვევაში. 

image.jpeg 

როგორც კომპანია მიუთითებს, ვიდეო ბარათების ქვედა ნაწილში განთავსებული ოთხი ქულერი ოფციონალურია - მომხმარებელს შეუძლია ისინი არ დააყენოს. ბარათების მიწოდების ნაკრებში შედის 12+4-პინიან კონექტორზე გადამყვანი და თეთრი კრონშტეინი მოწყობილობის დამაგრებისთვის - RTX 4090-სა და RTX 4080-ს სოლიდური წონა აქვს, ამიტომ დროთა განმავლობაში შესაძლოა მასამ გამოიწვიოს დედა დაფის დეფორმაცია ან PCI-Express სლოტის დაზიანება, თუ დატვირთვის ნაწილი არ მოიხსნება. დამატებით ქულერსა და სადგამს აქვს წითელი ARGB განათება. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.