Magdalena Posted December 20, 2022 Posted December 20, 2022 კომპანია Galax-მა წარადგინა ოთხქულერიანი ვიდეო ბარათები RTX 4090 და RTX 4080 Serious Gaming თეთრ ფერში - ადრე კომპანიამ უკვე დააანონსა იგივე, შავი ფერის მოდელები. გაგრილების შთამბეჭდავი სისტემისა და მასიური რადიატორის წყალობით ორივე ბარათი იკავებს გაფართოების ოთხ სლოტს, მათი სიგრძე 353 მმ-ს შეადგენს. ვიდეო ბარათების დამატებით განსაკუთრებულ მახასიათებლებში აღინიშნება BIOS-ის ორი ვერსია - „უხმაურო“ და „მაღალი წარმადობა“, თუმცა მათ შორის განსხვავება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ზოგიერთი სხვა კომპანიის პროდუქციის შემთხვევაში. როგორც კომპანია მიუთითებს, ვიდეო ბარათების ქვედა ნაწილში განთავსებული ოთხი ქულერი ოფციონალურია - მომხმარებელს შეუძლია ისინი არ დააყენოს. ბარათების მიწოდების ნაკრებში შედის 12+4-პინიან კონექტორზე გადამყვანი და თეთრი კრონშტეინი მოწყობილობის დამაგრებისთვის - RTX 4090-სა და RTX 4080-ს სოლიდური წონა აქვს, ამიტომ დროთა განმავლობაში შესაძლოა მასამ გამოიწვიოს დედა დაფის დეფორმაცია ან PCI-Express სლოტის დაზიანება, თუ დატვირთვის ნაწილი არ მოიხსნება. დამატებით ქულერსა და სადგამს აქვს წითელი ARGB განათება. https://tinyurl.com/48metzyv Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.