Jump to content

Recommended Posts

Posted

გასული წლის გაზაფხულიდან Tesla-ს ფლაგმანური ელექტრომობილები აღჭურვილია გასართობი ბორტ-სისტემით RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებულ გრაფიკულ პროცესორ AMD Navi 23-ის ბაზაზე, რაც მათ შესაძლებლობებით გეიმინგ კონსოლების ამჟამინდელ თაობასთან აახლოებს. მიმდინარე კვირაში Tesla-მ დანერგა აპლიკაციების მაღაზია Steam-ის მხარდაჭერა, რაც განახლებული Model X-ისა და Model S-ის მფლობელებს საშუალებას მისცემს წვდომა მიიღონ კატალოგში არსებულ ათასობით თამაშზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

Tesla-ს არხზე მოცემულ სადემონსტრაციო ვიდეოში მაგალითის სახით მოყვანილია Cyberpunk 2077-ის თამაშის შესაძლებლობა უსადენო კონტროლერების გამოყენებით. რადგანაც Model X და Model S ელექტრომობილებს ორი დისპლეი აქვთ, რომელთაგან ერთი განთავსებულია ცენტრალურ კონსოლში უკანა სავარძელზე მჯდომი მგზავრების ფეხებთან, თამაში ორივე რიგში მსხდომებს შეუძლიათ. Steam-ის კატალოგთან მუშაობისთვის Tesla-ს გასართობ სისტემას სჭირდება 16 გბ მეხსიერება და ფუნქცია Premium Connectivity. უკვე მხარდაჭერილი თამაშების ჩამონათვალი ჯერჯერობით არ კონკრეტდება. 

რეალიზებულია Steam-ის ქლაუდ სერვისთან სინქრონიზაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს თამაშში მიღწეული პროგრესი და შემდეგ იმავე მომენტიდან განაგრძოს თამაში სხვა მოწყობილობებიდან. პარალელურად Tesla-ს ბორტ-კომპიუტერებმა მიიღო Apple Music-ისა და ვიდეოკონფერენციის აპლიკაცია Zoom-ის მხარდაჭერა. ყველა ელექტრომობილმა განახლების შედეგად მიიღო კლიმატური მოწყობილობის „ძაღლის რეჟიმის“ მხარდაჭერა, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს შინაური ცხოველი მანქანაში დატოვოს მაღაზიაში ვიზიტისას, ცენტრალურ დისპლეიზე აისახება დაწესებული ტემპერატურა და მის დანახვას შეძლებენ გამვლელები. უშუალოდ ავტომანქანის მფლობელი კი შეძლებს მანქანის სალონისთვის თვალყურის დევნებას სალონში არსებული კამერის მეშვეობით. 

დრე ამერიკელმა მარეგულირებლემა Tesla-სგან მოითხოვეს გეიმინგ რეჟიმის დაბლოკვა ტრანსპორტის მოძრაობისას, ამიტომ Steam-ის აპლიკაციიდან თამაშების გაშვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ უმოძრაო ელექტრომობილში. თამაშები ამ ბრენდის ელექტრომობილების მფლობელებისთვის ადრეც ხელმისაწვდომი იყო, თუმცა მათი ჩამონათვალი შეზღუდული იყო და ამჟამად Steam-ის ინტეგრაცია გართობის მეტ შესაძლებლობას უზრუნველყოფს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.