Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია HP ემზადება რამდენი ახალ გეიმინგ ლეპტოპ Omen-ის გამოსაშვებად სხვადასხვა კონფიგურაციაში. ახალი ლეპტოპები გამოჩნდა ერთ-ერთი ევროპული საცალო სავაჭრო პლატფორმის მონაცემთა ბაზაში. ეს ლეპტოპები დამყარებულია HX სერიის მე-13 თაობის Intel Core ჩიპებზე, რომელთა წარდგენა ჯერ არ შემდგარა. მოწყობილობებში წარმოდგენილი იქნება GeForce RTX 40 სერიის მობილური ვიდეო ბარათები. საინტერესოა ის, რომ ერთ-ერთ მოდელში მოცემული იქნება მობილური GeForce RTX 4090 16 გბ მეხსიერებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

მომავალ წელს კომპანია გამოუშვებს HP Omen ლეპტოპების მინიმუმ ექვს მოდელს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება შემდეგ კონფიგურაციებში: 

  • Omen CM2007NQ/CM2005NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4060 8 გბ; 

  • Omen CM2001NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4070 8 გბ; 

  • Omen CK2007NQ/CK2004NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4080 12 გბ; 

  • Omen CK2001NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4090 16 გბ. 

როგორც ვხედავთ, ყველა ახალ ლეპტოპში მოცემული იქნება პროცესორი Core i7-13700HX. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია, რომ ამ ჩიპს ექნება 16 ფიზიკური ბირთვი (8 მაღალი წარმადობის და 8 ენერგოეფექტური, 24 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. პროცესორის დიდი ბირთვები შეძლებს ავტომატურ აჩქარებას 5.0 გჰც-მდე. 

image.png 

ფოტოს წყარო: Twitter / @momomo_us 

ხმების იმის შესახებ, რომ NVIDIA აპირებს GeForce RTX 40-სერიის მობილური ვიდეო ბარათების გამოშვებას, უკვე დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა ამ დრომდე - ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. უახლესი არაოფიციალური ინფორმაციით ცნობილი გახდა სამომავლო მობილური ვიდეო ბარათების დასახელებები, აგრეთვე მათი ვიდეომეხსიერების მოცულობა. მოდელ GeForce RTX 4090-ს ექნება 16 გბ მეხსიერება, მობილურ GeForce RTX 4080-ს - 12 გბ, GeForce RTX 4070 და GeForce RTX 4060 მოდელებს - 8 გბ. დიდი ალბათობით, NVIDIA ასევე გამოუშვებს უმცროს მოდელ GeForce RTX 4050-ს. 

ჯერჯერობით ცნობილი არ არის მომავალი მობილური გრაფიკული ამაჩქარებლების ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა მოსალოდნელია, რომ მობილურ GeForce RTX 4090-ს საფუძვლად დაედება გრაფიკულ პროცესორ AD103-ის custom ვერსია. ვიდეო ბარათების უფროსი მოდელების ენერგომოხმარება სავარაუდოდ 175 ვატი იქნება, თუმცა მაქსიმალური TDP შესაძლოა უფრო მაღალი იყოს ტექნოლოგია Dynamic Boost-ის ხარჯზე, რომელიც კვების რესურსებს ანაწილებს პროცესორსა და ვიდეო ბარათს შორის გაგრილების სისტემისა და წარმადობის გათვალისწინებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

უახლესი ინფორმაციით GeForce RTX 40 სერიის მობილური გრაფიკული ბარათების წარდგენა შესაძლოა 3 იანვარს შედგეს. იმავე დღეს Intel-ი სავარაუდოდ წარადგენს Raptor Lake-H/HX მობილურ პროცესორებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.