Magdalena Posted December 15, 2022 Posted December 15, 2022 კომპანია HP ემზადება რამდენი ახალ გეიმინგ ლეპტოპ Omen-ის გამოსაშვებად სხვადასხვა კონფიგურაციაში. ახალი ლეპტოპები გამოჩნდა ერთ-ერთი ევროპული საცალო სავაჭრო პლატფორმის მონაცემთა ბაზაში. ეს ლეპტოპები დამყარებულია HX სერიის მე-13 თაობის Intel Core ჩიპებზე, რომელთა წარდგენა ჯერ არ შემდგარა. მოწყობილობებში წარმოდგენილი იქნება GeForce RTX 40 სერიის მობილური ვიდეო ბარათები. საინტერესოა ის, რომ ერთ-ერთ მოდელში მოცემული იქნება მობილური GeForce RTX 4090 16 გბ მეხსიერებით. ფოტოს წყარო: VideoCardz მომავალ წელს კომპანია გამოუშვებს HP Omen ლეპტოპების მინიმუმ ექვს მოდელს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება შემდეგ კონფიგურაციებში: Omen CM2007NQ/CM2005NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4060 8 გბ; Omen CM2001NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4070 8 გბ; Omen CK2007NQ/CK2004NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4080 12 გბ; Omen CK2001NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4090 16 გბ. როგორც ვხედავთ, ყველა ახალ ლეპტოპში მოცემული იქნება პროცესორი Core i7-13700HX. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია, რომ ამ ჩიპს ექნება 16 ფიზიკური ბირთვი (8 მაღალი წარმადობის და 8 ენერგოეფექტური, 24 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. პროცესორის დიდი ბირთვები შეძლებს ავტომატურ აჩქარებას 5.0 გჰც-მდე. ფოტოს წყარო: Twitter / @momomo_us ხმების იმის შესახებ, რომ NVIDIA აპირებს GeForce RTX 40-სერიის მობილური ვიდეო ბარათების გამოშვებას, უკვე დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა ამ დრომდე - ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. უახლესი არაოფიციალური ინფორმაციით ცნობილი გახდა სამომავლო მობილური ვიდეო ბარათების დასახელებები, აგრეთვე მათი ვიდეომეხსიერების მოცულობა. მოდელ GeForce RTX 4090-ს ექნება 16 გბ მეხსიერება, მობილურ GeForce RTX 4080-ს - 12 გბ, GeForce RTX 4070 და GeForce RTX 4060 მოდელებს - 8 გბ. დიდი ალბათობით, NVIDIA ასევე გამოუშვებს უმცროს მოდელ GeForce RTX 4050-ს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის მომავალი მობილური გრაფიკული ამაჩქარებლების ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა მოსალოდნელია, რომ მობილურ GeForce RTX 4090-ს საფუძვლად დაედება გრაფიკულ პროცესორ AD103-ის custom ვერსია. ვიდეო ბარათების უფროსი მოდელების ენერგომოხმარება სავარაუდოდ 175 ვატი იქნება, თუმცა მაქსიმალური TDP შესაძლოა უფრო მაღალი იყოს ტექნოლოგია Dynamic Boost-ის ხარჯზე, რომელიც კვების რესურსებს ანაწილებს პროცესორსა და ვიდეო ბარათს შორის გაგრილების სისტემისა და წარმადობის გათვალისწინებით. ფოტოს წყარო: VideoCardz უახლესი ინფორმაციით GeForce RTX 40 სერიის მობილური გრაფიკული ბარათების წარდგენა შესაძლოა 3 იანვარს შედგეს. იმავე დღეს Intel-ი სავარაუდოდ წარადგენს Raptor Lake-H/HX მობილურ პროცესორებს. https://tinyurl.com/2s3zzjff Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.